საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
ბიზნესი & ეკონომიკა • 1788874200
1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით არის შესაძლებელი. ამასთან, იმის მიხედვით თუ რა სტატუსს ფლობს მომხმარებელი ან ბანკის რომელი ბარათით სარგებლობს, (მაგალითად, Student Card-ი, sCool Card-ი თუ სხვა) მასზე ვრცელდება შეღავათიანი ან უფასო ტარიფი.
კერძოდ, Student Card-ის მფლობელები 50% იანი შეღავათით ისარგებლებენ. sCool Card-ის გამოყენებისას კი მგზავრობა სრულიად უფასოა.
ვინ შეძლებს ისარგებლოს შეღავათით:
- ნებისმიერი სტუდენტი თუ მოსწავლე, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბარათი და შესაბამისი აქტიური სტატუსი, სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობას ავტომატურად შეძლებს;
- ქუთაისის უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფის გამოყენებას სტუდენტური სტატუსის გააქტიურების შემდეგ შეძლებენ;
- მუნიციპალიტეტისგან შეღავათით მოსარგებლე პირები ასევე ისარგებლებენ შეღავათიანი ტარიფით, რომელიც მათ საქართველოს ბანკის საბანკო ბარათებზე ავტომატურად გაუაქტიურდებათ.
საბანკო ბარათის გარდა, მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათითაც შეგიძლიათ, რომელზეც ასევე შეძლებთ გაიაქტიუროთ სამგზავრო შეღავათი;
როგორ შეუკვეთო საქართველოს ბანკის ბარათი?
თუ ჯერ არ გაქვთ, საქართველოს ბანკის ბარათის შეკვეთა რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით შეგიძლიათ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (0 32) 2 444 444 ან გვეწვიოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









