საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ციფრული სასაჩუქრე ბარათები 100-მდე ბიზნესმა შექმნა

სასაჩუქრე

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ახლახან ბანკმა ციფრული სასაჩუქრე ბარათი შექმნა, რომელიც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, განავითაროს საკუთარი საქმიანობა და გაზარდოს გაყიდვები. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათს ბიზნესები დამოუკიდებლად, საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერში ქმნიან და მომხმარებელს წინასწარ დარიცხული, კონკრეტული მოცულობის თანხით სერვისის ან პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას აძლევენ. ციფრული სასაჩუქრე ბარათები უკვე შექმნა 100-მდე ბიზნესმა, რომელთა შორის არიან სავაჭრო, სპორტული, გასართობი და სხვა ტიპის ობიექტები.

ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა მომხმარებელს მობილბანკიდან და ინტერნეტ ბანკიდან შეუძლია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, საქართველოს ბანკის 1.4 მილიონ მომხმარებელს მიაწვდინოს ინფორმაცია საკუთარი პროდუქტის თუ სერვისის შესახებ.

ციფრულ სასაჩუქრე ბარათს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

· მისი შეძენა ნებისმიერ დროს, ციფრულადაა შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. ბარათში გადახდილი თანხა კი ბიზნესს დაუყოვნებლივ ერიცხება;

· ბიზნესებს, სურვილისამებრ, შეუძლიათ შექმნან ციფრული სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერიდან, სრულად ონლაინ, სულ რამდენიმე წუთში და განსაზღვრონ:  თანხის ლიმიტი, გამოყენების ვადა და ბარათის დიზაინი;

· კომპანიებს ბიზნეს მენეჯერში წვდომა აქვთ გაყიდული სასაჩუქრე ბარათების ანალიტიკაზე, შესაბამისად, შეუძლიათ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;

· სასაჩუქრე ბარათები ბიზნესებს ეხმარება ცნობადობის ამაღლებაში, გაყიდვების ზრდასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში.

აღსანიშნავია, რომ მობილბანკში ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის სასაჩუქრე ბარათები, მათი შეძენა და გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისთვის. ბარათის გასააქტიურებლად მხოლოდ ტელეფონის ნომერია საჭირო.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, მუდმივად ქმნის ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს მცირე, საშუალო თუ დიდი კომპანიების ზრდისა და განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის ასზე მეტმა ბიზნეს მომხმარებელმა უკვე გამოიყენა ახალი შესაძლებლობა და შექმნა სასაჩუქრე ბარათები, შედეგად კი მიწვდა ახალ მომხმარებლებს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას“  - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბიზნესებს ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით შეუძლიათ. ბიზნეს მენეჯერში შესვლა კი შესაძლებელია იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში გამოიყენება.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს.

 

მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს ტერმინალი, შეუძლია საქართველოს ბანკის პირველი ტერმინალი  მარტივად, ონლაინ მოითხოვოს.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კესარია ახალი
რა ძალადობაზე საუბრობდა კესარია აბრამიძე მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე

ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ძალადობასა და მეგობარ კაცთან ტოქსიკურ ურთიერთობებზე ჯერ კიდევ აპრილში წერდა. როგორც ის ამბობდა, აღნიშნული მიზეზითა ქვეყანაც დატოვა, თუმცა აპირებდა დაბრუნებულიყო და...

საზოგადოება 1726683820

კესარია
კესარია აბრამიძეს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული - მკვლელობის ახალი დეტალები

ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღო...

კრიმინალი 1726683597

კესარია ჯაიანი
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს - მედია

 "პირველების" წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია 28 წლის ბექა ჯაიანს ეძბს.   ჯაიანი "პირველების" წყაროს ინფორმაციით, "რატის ბარის" თანამშრომელია.   არსებული ინფორმაციით, კ...

კრიმინალი 1726682712

კესარია
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. არსებული ინფორმაციითვე, მამაკაცი მიიმალა. მეზობლების ცნობით, მათ დაინახეს, როგორ გარბოდა ის კესარიას საცხოვრებელი სახლიდან. ცნობის...

კრიმინალი 1726681059

ფისო
კესარია აბრამიძე მოკლეს

 ტრანსგენდერი ქალი, მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე მოკლეს - ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა დიდ დიღომში, კესარია აბრამი...

კრიმინალი 1726680657

ქცია ბოდიში არა
“საქართველო ბოდიშს არ მოიხდის“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი“ პარლამენტთან აქციას გამართავს და ბიძინა ივანიშვილის მიერ, გორში გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებს. “დაფიონი“ ყველას მოუწოდებს, გავიდნენ აქც...

პოლიტიკა 1726670825