საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალი დაემატა

საქბანკი მობილ

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. ამიერიდან, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალია ხელმისაწვდომი, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დასახული მიზნების მისაღწევად თანხა მარტივად შეაგროვონ.

 

შეგროვებადი ანაბრის ციფრულად გახსნის შემთხვევაში, მას გაზრდილი სარგებელი (სტანდარტულს +0.25%) ერიცხება. აღნიშნული პირობა ეხება ლარში, დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბრებს.

გარდა ამისა, შეგროვებად ანაბარს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

 

• ანაბრის გახსნა შესაძლებელია ოთხ ვალუტაში (GEL, USD, EUR, GBP);

• ანაბრის გახსნისთვის საწყისი თანხა: მინ. 10 ერთეულია, მაქსიმალური თანხა კი - 500 000 ერთეული;

• ანაბრის ვადა 3-24 თვემდეა;

• სარგებლის გატანა შესაძლებელია როგორც ვადის ბოლოს, ისე ყოველთვიურად;

• თანხის დამატება შესაძლებელია შეუზღუდავად, (მაქსიმუმ 500 000 ერთეულამდე);

ბიზნეს მობილბანკში ანაბრის გახსნისთვის რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო. ანაბრის მიზნობრიობის განსაზღვრა, შესაგროვებელი თანხის მოცულობის და სხვა დეტალების მითითება ანაბრის გახსნის მომენტში ან მოგვიანებით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ერთდროულად, მაქსიმუმ ორი აქტიური შეგროვებადი ანაბარის გახსნა შეუძლია.

„ჩვენთვის, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნა, რომელიც კომპანიებს  ყოველდღიურ საქმიანობაში მეტ მოქნილობას შესძენს, მისცემს დროის დაზოგვისა და კომპანიის განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობას. მობილბანკში დაგროვებადი ანაბრის ფუნქციონალის დამატებაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ამ საშუალებით მინიმუმამდე დაგვყავს  ბანკის ფილიალში ფიზიკურად მისვლის საჭიროება და რაც მთავარია,  ბიზნესს საბანკო პროდუქტებზე დამატებით ბენეფიტებს ვაძლევთ. შეგროვებადი ანაბარი ბიზნესის მდგრადობისა და წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ მოხარული ვართ, რომ ის ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომი გავხადეთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი,  ცირა ლოლაძე.

შეგროვებადი ანაბრის გასახსნელად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნეთანიაჰუ
„ჩვენ გვაქვს მაჩვენებლები, რომ ირანში მაღალი რანგის ლიდერები უკვე თავიანთ ბარგს ალაგებენ. ისინი გრძნობენ, რაც ელით“ - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, ირანში ისრაელის იერიშებისა და ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფონზე ირანელი მაღალი რანგის ლიდერები "ბარგს ალაგებენ", რადგან "გრძნობენ, რაც ელით"."ჩვენი გამარჯვება თქვენი გამ...

მსოფლიო 1749923137

ავარია
დაიღუპა 3 ახალგაზრდა ქალი , 2 კი დაშავდა - საშინელი ავარია გონიოში

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.   არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახ...

შემთხვევა 1749922778

გიორგი გახარია ბუკიაა
„გახარიას დაჭერის მუქარით აიძულებენ მიიღოს მონაწილეობა იმ პროცესში, რომელშიც ისედაც აპირებს მონაწილეობის მიღებას? სწორად გავიგე?“ - ვიკა ბუკია

ვიკა ბუკია: ანუ გახარიას დაჭერის მუქარით აიძულებენ მიიღოს მონაწილეობა იმ პროცესში, რომელშიც ისედაც აპირებს მონაწილეობის მიღებას? სწორად გავიგე? ცოტა რთული წინადადებაა, მაგრამ ჩემი ბრალი არაა. ერთი პარ...

სოცმედია 1749922437

ეპისკოპოსის მკვლელობა
ვინ კლავდა სინოდის წევრ - სკანდალური ფარული ჩანაწერი

 "ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს, წყარომ მიაწოდა აუდიო-ჩანაწერი, რომელიც კონფიდენტის თქმით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანისა და იმ...

საზოგადოება 1749922088

გომელაური
ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარება - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

რა საკითხზე დაიბარეს ვახტანგ გომელაური გამოკითხვაზე - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ გადამდგარი მინისტრი გამოკითხვაზე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაიბარეს. პროკურატურა ასევე წერს, რომ...

პოლიტიკა 1749910253

ალბი კორძაია
ვიდეო: აქტივისტმა ალბი კორძაიამ იზოლატორი დატოვა

აქტივისტმა ალბი კორძაიამ იზოლატორი დატოვა — მას თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.  მას შემდეგ, რაც 11 აპრ...

პოლიტიკა 1749910154