საქართველოს ბანკის ბიზნესკურსით უკვე 60 000-მდე ადამიანმა ისარგებლა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1757604477
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განათლების ხელშეწყობას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მუდმივად განახლებადი საგნამანთლებლო პლატფორმა Businesscourse.ge უკვე 60 000-მდე ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობად იქცა.
Businesscourse.ge ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მრავალფეროვან სასწავლო კურსებს სთავაზობს, რომლებიც მენეჯმენტს, ფინანსებს, მარკეტინგს, ტექნოლოგიებს, ლიდერობასა და სხვა მიმართულებებს მოიცავს. პლატფორმაზე განთავსებული ლექციები ონლაინ ფორმატში, ნებისმიერ დროსა და ადგილას ხელმისაწვდომია. თითოეული კურსის ავტორი სხვადასხვა სფეროს ქართველი ექსპერტია, შესაბამისად, ლექციები თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული და ადგილობრივ კონტექსტს ითვალისწინებს. ეს კი კურსებზე რეგისტრირებულ ადამიანებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა საკუთარ საქმიანობაში, პრაქტიკაში გამოიყენონ და ბიზნესი უკეთ მართონ.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინიციატივით შექმნილი Businesscourse.ge დღეს უკვე ათიათასობით ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული განვითარების პლატფორმა გახდა. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კურსებისა და შესაძლებლობების დამატებას, რათა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს გქონდეს საკუთარი უნარების გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
საქართველოს ბანკი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












