საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი - „პროდუქტის განვითარება“ დაემატა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1767183575
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - „პროდუქტის განვითარება“ დაემატა.
ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:
·
როგორ მიიყვანონ პროდუქტის იდეა ხელშესახებ შედეგამდე;
·
როგორ დაგეგმონ და მართონ პროდუქტის განვითარების პროცესი უფრო ეფექტურად;
·
როგორ გააუმჯობესონ არსებული პროდუქტი ან სერვისი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით;
·
როგორ დანერგონ პროდუქტის განვითარების თანამედროვე პროცესები საკუთარ ბიზნესში.
კურსს უძღვება ერეკლე ინაშვილი - ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკულ მეთოდებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.
კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული და პლატფორმა მუდმივად ახლდება.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.
"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმ...
პოლიტიკა • 1768304955
"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვას პასუხობს. ჯანდაცვის ყოფილი მინის...
პოლიტიკა • 1768302869
ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაშ...
პოლიტიკა • 1768301481
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. გიგუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ახლა ციხეში შესახლებ...
პოლიტიკა • 1768299741
"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები "ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან" - ამის შესახებ ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევმა განაცხადა. მისი...
მსოფლიო • 1768299082
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა. „თუ...
მსოფლიო • 1768298986












