საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს კონტენტ მენეჯმენტის კურსი დაემატა

კონტენტმენეჯმენტი საქბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესების განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტი ამ მიზნით ავითარებს უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყველაზე საინტერესო და მოთხოვნად საკითხებზე კურსებია განთავსებული. პლატფორმა მუდმივად ახლდება და ახლა ჯამში სხვადასხვა თემატიკის 46 კურსი და მასტერკლასია ხელმისაწვდომი. ახლახან მათ სიას შეემატა კონტენტ მენეჯმენტის კურსი, რომელსაც “ესერთი კონტენტ სტუდიოს” დამფუძნებელი, ლიანა მეტრეველი უძღვება.

კონტენტ მენეჯმენტის კურსი 6 ლექციისგან შედგება და ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნით სრულყოფილად წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი ან სერვისი სოციალურ მედიაში და სასურველ აუდიტორიას მიწვდნენ.

კონტენტ მარკეტინგის ბიზნეს კურსი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობა დამწყები ბიზნესებისთვის;
კონტენტის ფორმატები და მათი დანიშნულება სხვადასხვა ციფრულ არხში;
კონტენტის სტრატეგიის შედგენა;
მინი კონტენტ კამპანიის დაგეგმვა და მისი შემადგენელი ნაწილები;
მარტივი აპლიკაციები კონტენტის შესაქმნელად;
კონტენტის ტენდენციები და გასათვალისწინებელი ფაქტორები.
„საქართველოს ბანკი მუდმივად იკვლევს მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებს, ისმენს მათ მოთხოვნებსა და სურვილებს, საპასუხოდ კი ქმნის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევები სათანადო ცოდნით გადალახოს. აღნიშნული კურსი ბიზნესებს კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობას გააცნობს და მისცემს საბაზისო უნარებს ამ სფეროში ნავიგაციისთვის. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვავითარებთ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის“. - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

კურსზე რეგისტრაციის გავლისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს Businesscourse.ge.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888

სააკაშვილი სასამართლო
„საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი

 მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...

პოლიტიკა 1739201128

კობახიძე
„ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად“ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...

პოლიტიკა 1739201047

კობახიძე ღარიბაშვილი
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში სტუმრებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრად მოხსენიებულია ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე.  სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...

პოლიტიკა 1739199422

ლონდა თოლორაია
სტრასბურგმა ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს.   გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...

პოლიტიკა 1739198853