საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს პროექტების მართვის კურსი დაემატა

ბიზნესკურსს

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს ახორციელებს. მათ შორის, უკვე არაერთი წელია, ქმნის და აძლიერებს ონლაინ კურსების პლატფორმას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. პლატფორმა Businesscourse.ge უფასო სასწავლო პროგრამებს აერთიანებს და დამწყები თუ გამოცდილი ბიზნესების საჭიროებებს პასუხობს. პლატფორმაზე კურსები რეგულარულად ემატება და მათი რიცხვი 50-ს აჭარბებს. ახლახან კი მათ კიდევ ერთი კურსი - პროექტების მართვა დაემატა.

 

ახალ კურსში განხილულია ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა პროექტის მნიშვნელობა ბიზნესში, პროექტის მართვის ინსტრუმენტები, პროექტის ინიცირება, საჭირო ეტაპები - ბიუჯეტის დაგეგმვიდან წესდების შემუშავებამდე და სხვა. კურსს უძღვება პროექტების მართვის სპეციალისტი ვანო ნადირაძე. კურსი შვიდი ვიდეოლექციისგან შედგება, მისი გავლა 24/7-ზე  შეუძლია არა მხოლოდ ბიზნესში აქტიურად ჩართულ ადამიანებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნებისმიერი ადგილიდან.

 

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნეს განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მუდმივად მზარდია საგანმანათლებლო პროგრამებისადმი ინტერესი, რასაც ჩვენ Businesscourse.ge-ით და სხვა ინიციატივებით მუდმივად ვპასუხობთ. მხოლოდ გასულ წელს კურსები 15 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. რაც მთავარია, ჩვენ ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, შემდგომში კი მათზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ვქმნით. მათ შორისაა ახალი კურსიც პროექტების მართვის შესახებ. ვიმედოვნებთ, ის საინტერესო იქნება ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და მათ საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანუკა ჟორჟოლიანი
„ტროტუარზე აქციას კრძალავენ, ხალხო... 50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს  

სოცმედია 1765212179

ზელენსკიი
„რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765209480

მერაბ მეტრეველი
„ტყუილად იდანაშაულებთ თავს, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...

სოცმედია 1765209294

ლენტიი
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა

იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...

საზოგადოება 1765208915

ელენეე
ელენე ფხაკაძის წარმატების ფორმულა

„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა!   როგორია ელენეს...

სოცმედია 1765208719

ზარქუა
„კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ მეორე ნაწილი - ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა-კომუნისტკები" და ა.შ. ამუნათებენ, რატომ?" - ზარქუა

  "კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...

პოლიტიკა 1765208247