საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, Ibis Tbilisi Airport

იბრის თბილისის საქბანკიი

საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით „Fujin Silk Properies”- მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამვარსკვლავიანი Ibis-ის ბრენდის ახალი სასტუმრო - Ibis Tbilisi Airport გახსნა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 10 მლნ ევროს შეადგენს. ის საქართველოს ბანკის, ფრანგი ინვესტორის, ჯონ დოდელანდეს და კომპანია Fujin Silk Properties LLC - ის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 4,600მ²  ფართობზე 72 ნომრიანი სასტუმრო განთავსდა, სადაც სტუმრები რესტორნით, ღვინის მაღაზიით, სატრენაჟორო დარბაზითა და საკონფერენციო სივრცით სარგებლობას შეძლებენ.  ის 39,000 მ²  ფართობზე კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს წარმოადგენს და მისი მიზანი აეროპორტის მიმდებარედ ტურისტული, სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესებაა.

 

ინფორმაციისთვის, სასტუმრო Ibis Tbilisi airport-ი საერთაშორისო ბრენდ - ACCOR - ის ქვეშ ფუნქციონირებს. ACCOR-ი ევროპის უმსხვილესი ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში 5,584 სასტუმროს, კურორტსა და დასასვენებელ სახლს ფლობს და მართავს.

 

“საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „Fujin Silk Properties”- თან ჩვენი პარტნიორობა. მოხარულები ვართ, რომ თბილისში კიდევ ერთი, ამჯერად Ibis Tbilisi Airport გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია არამხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ და ტურიზმის სექტორის გაძლიერებას. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას არ გაჩერდნენ და კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელონ. სამომავლოდ, კომპანიას არაერთი გეგმა აქვს, რაც მიმდებარედ ტურისტული  ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა ნინო  აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335