საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება

ლიდერატორი

ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებისა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობისათვის, საქართველოს ბანკი უკვე მერვე წელია „ლიდერატორის“ პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება. ამასთან, როტაციის პრინციპით, ერთი წლის განმავლობაში საკუთარი თავი ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცადონ და გაიგონ, თუ რომელი მიმართულებაა მათ ინტერესებთან ყველაზე ახლოს. ეს კი სტუდენტებს მომავალი პროფესიის შერჩევას უმარტივებს.

ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება. შესაბამისად, დღის ბოლომდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ონლაინ პორტალს და შეავსონ განაცხადი.

2025 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე: Java დეველოპმენტი; ბიზნესის განვითარება; კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; მომხმარებელთა გამოცდილების და ლოიალურობის პროგრამების მართვა; მონაცემთა ინჟინერია; მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგი; პორტფელური რისკების ანალიტიკა და რეპორტინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე; საოპერაციო რისკები და აუდიტი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; ფინანსური აუდიტი და შიდა კონტროლი; ფინანსური რისკების და ხაზინის მართვა. თითოეული პროგრამა 30-მდე მიმართულებას მოიცავს და  ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დააგროვონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2017 წლიდან „ლიდერატორში“ მონაწილეობა მიიღო უკვე 445-მა სტუდენტმა, მათმა 78%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.

„საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია. მისი დახმარებით, ვზრუნავთ კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე. რაც მთავარია, სამუშაო გრაფიკი სრულად არის მორგებული სტუდენტების სასწავლო ცხრილზე და აძლევს  მათ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის შედეგად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ“, - აღნიშნავს ელენე ოქრომჭედლიშვილი, ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ  ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პეტრე ცაავა
„პატრიარქმა უთხრა ივანიშვილს, უნდა გადავგე და 5 საკითხი მომიგვარე საპენსიო საჩუქრადო, მოაგვარებინა და აღარ გადადგა“ - მეუფე პეტრე ცაავა

"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...

საზოგადოება 1776401796

კალაძე
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს“ - კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...

პოლიტიკა 1776399699

კალაძეე
„რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...

პოლიტიკა 1776398675

კალაძე ზურაბიშვილი
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა“ - კახა კალაძე

„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...

პოლიტიკა 1776398624

კალაძე
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს“ - კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.   ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...

პოლიტიკა 1776398354

კახა კალაძე
„არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია გარედან ფინანსდება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები“ - კახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...

პოლიტიკა 1776398301