საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება

ყველი

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება.

პროექტის ფარგლებში ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციის მოცულობა 180,000 ლარს უტოლდება. ფინანსური რესურსი დანადგარების შეძენასა და ყველის აუზების განახლებას მოხმარდა. კომპანია წელიწადში 40 ტონამდე მოცულობის ქარხნულ ყველსა და სულგუნს, ასევე 4 ტონამდე კარაქს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძელით გაგვეფართოებინა ყველის საწარმო და კიდევ უფრო მეტად გვეფიქრა სამომავლო განვითარებაზე. სასიამოვნოა, როცა ბანკი ცდილობს მცირე მეწარმეს მის საჭიროებაზე მორგებული პირობები შესთავაზოს და ხელი შეუწყოს ბიზნესის გაფართოებას.  ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, არ გავჩერდეთ და გავაძლიეროთ ბიზნესი, ჩვენი რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავადაც გვაქვს ფერმა, დამატებით ჩვენ რძეს სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიძენთ, რაც მათთვის  შემოსავლის წყაროა“,- აცხადებს მცირე მეწარმე, რაფაელ კაროიანი.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ქართულ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტ ბიზნესს და ადგილობრივ წამოწყებას შევუწყოთ ხელი საქმიანობის განვითარებაში“,-განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქვარცხავა
ვინ არის 35 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში 35 წლის ქართველი მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  ის წარმოშობით სენაკელი ზურა ქვარცხავაა.  გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  გარდაცვლილს სოციალუირ ქსელში მეგობრები და...

საზოგადოება 1660065455

კანდელაკი
"მე ბევრი მომეცა, ამიტომ ყოველთვის გავცემ შემწეობას უსუსურებისთვის" – თინა კანდელაკი

რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „ხშირად მეკითხებიან, რას ვგრძნობ მათ მიმართ ვისაც ჩემი შურს. მოქალაქეებო, პასუხი მარტივი და ნათელია....

ეს საინტერესოა 1660064789

საცობი ხიდზე
საცობები ყირიმის ხიდზე - აფეთქებების შემდეგ დამფრთხალი რუსი ტურისტები ნახევარკუნძულიდან გარბიან (ვიდეო)

სოცქსელში ქვეყნდება ვიდეო, სადაც ასახულია საავტომობილო საცობი, რომელიც მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამფრთხალი რუსი ტურ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660062691

მიხეილ სააკაშვილი
"სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება" - მიხეილ სააკაშვილის შეფასება

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებს: "უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვან...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660061496

ხევი
სოფელ ტბასთან სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა - დაღუპულია მძღოლი

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სოფლის დეპუტატის, მ...

შემთხვევა 1660061101

ქართული ოცნება
"ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლას აპირებს, რომელიც შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შესაძლოა, შეიცვალოს. ქართული ოცნება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას არ გამორიცხვას. ხელისუფლებას ცესკოს დაკომპლექტების არსებული მოდელი, რომე...

პოლიტიკა 1660060815