საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არქი“ საერთაშორისო ბრენდის „Super 8 by Wyndham“-ის სასტუმროს აშენებს

არქი

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „არქი“ თბილისში, 4 877 კვ.მ-ზე, სამვარსკვლავიან სასტუმროს - „Super 8 by Wyndham“ აშენებს, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდს წარმოადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 3 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო  და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, სამვარსკვლავიან, 13 სართულიან სასტუმროს „Super 8 by Wyndham“  ვაშენებთ, რომელიც 2023 წლის ბოლოს გაიხსნება. სასტუმრო 129 ნომერს მოიცავს და მომხმარებლებს საინტერესო დიზაინს, მიმზიდველ ლოკაციასა და ხელმისაწვდომ ფასს ვთავაზობთ. საქართველოს ბანკთან 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დრომდე არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. იმედი მაქვს, სამომავლოდაც მათთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი“, - განაცხადა კომპანია „არქი“-ს გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.

 

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ფინანსურად მხარს ვუჭერთ  „Super 8 by Wyndham“ სასტუმროს მშენებლობას. მსგავსი პროექტები ზრდის და აძლიერებს აღნიშნულ სექტორს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან ყოველი ასეთი პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, -  განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

 

ინფორმაციისთვის, „არქი“ ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის „არქი“-ს 43 პროექტი აქვს განხორციელებული და ის უკვე 30 000-მდე მაცხოვრებელ „არქელს“ აერთიანებს. ბოლო პერიოდში კომპანია სასტუმროს ბიზნესში აქტიურად ჩაერთო და არაერთი საერთაშორისო თუ ლოკალური ბრენდის სასტუმროსა და აპარტოტელის მშენებლობას გეგმავს, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხოფერია
„პოლიტიკური მასხარა, კარიკატურა, იდიოტი, ფსიქოპატი“ - ვის ეძახის დებილებს ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: „იდიოტოკრატია…..1.შვედეთში, იდიოტებმა, წმინდა წიგნი- ყურანი მისცეს ცეცხლს!2. თურქეთში შვედეთის დროშა დაწვეს!3. დანიაში, დებილებმა, ისევ დაწვეს ყურან...

სოცმედია 1675009092

მელია
არჩევნები ენმ-ში - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

“თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. არჩევნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მან საგანგებო მიმა...

პოლიტიკა 1675008860

კადიროვი
„ფაშისტები არიან“ - კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1675005551

ვოლსკი
„არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია“ - გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს.   „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...

პოლიტიკა 1675005476

არჩილ ხოფერია
„ისევ ამოდის სანგარიდან შვილის ზმანება“ - არჩილ ხოფერიას ლექსი უკრაინაში დაღუპულ შვილს

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს. ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა. „ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაან...

საზოგადოება 1675005098

ზურა ჩხაიძე ვივა მედი
„ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ...“ - „ვივა მედის“ დირექტორის პასუხი ნიკოლოზ სააკაშვილს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...

პოლიტიკა 1675004888