საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბრენდინგის შესახებ ბიზნეს სესია გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1749564715
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. ღონისძიებების სერიის ფარგლებში, 11 ივნისს, 20:00-ზე გაიმართება ლექცია თემაზე - „ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია“, რომელსაც minds&marketing-ის დამფუძნებელი, მარიამ ბებიაშვილი გაუძღვება.
ლექცია განკუთვნილია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ ძლიერი ბრენდის შექმნით ბაზარზე გამორჩეული პოზიცია დაიმკვიდრონ. შეხვედრაზე განხილული იქნება ბრენდის შექმნის პროცესი - რა ეტაპები უნდა გავიაროთ იდეის გაჩენიდან ბრენდის ჩამოყალიბებამდე. თუ როგორ შეუძლია ბრენდს, განსაზღვროს ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება.
მარიამ ბებიაშვილი ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:
•
როგორ ვაქციოთ იდეა იდენტობად და ხელშესახებ ბრენდად?
•
როგორ ავაშენოთ ღირებულებებზე დაფუძნებული ბრენდი, რომლის მისიის გარშემოც ბევრ ადამიანს შემოვიერთებთ?
•
რა ეტაპები უნდა გავიაროთ ბრენდის შექმნის პროცესში?
•
როგორ განსაზღვროს ბრენდმა ბიზნესის სტრუქტურა და მიმართულება?
•
რა როლს თამაშობს ბრენდინგი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებაში?შეხვედრა 11 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.ბიზნეს სესიაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











