საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დავით მარკოზაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1747235466
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ბანკი, აზროვნების აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნეს სესიების მხარდამჭერია. სესიები დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესის რეგისტრაციამდე საჭირო ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები უძღვებიან.
ბიზნეს სესიების პირველი ლექცია 14 მაისს გაიმართება. შეხვედრა მოიცავს ბიზნეს იდეის გენერირებას, რეგისტრაციას და იურიდიული ფორმებს. შეხვედრას ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი გაუძღვება.
ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს. შეხვედრის მონაწილეებს წარმოდგენა შეექმნებათ იმ ეტაპებზე, რომლებიც იდეის ბიზნესად გარდაქმნას უძღვის წინ — მათ შორის, იდეის გენერირებას, მის შეფასებას, სტრუქტურირებასა თუ პრაქტიკაში განხორციელებას.
შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ ამოვიცნოთ კონკურენტუნარიანი იდეა, რა ფაქტორები განაპირობებს მის სიცოცხლისუნარიანობას ბაზარზე, როგორ შევაფასოთ მისი პოტენციალი. ამასთანავე, ყურადღება დაეთმობა ბიზნესის იურიდიული ფორმის შერჩევის კრიტერიუმებს, ფინანსური და ოპერაციული გეგმების ჩამოყალიბების საწყის ეტაპებს.
ღონისძიება 14 მაისს 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.
ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












