საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „სი აი ჯი“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1716362400

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას განაგრძობს. ფინანსური ინტიტუტის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „სი აი ჯი“, ვაზისუბანში, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 6.6 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 4.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი, 3,364 კვ.მ ფართობზე ორ 14 და 15 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს, ჯამში პროექტი 187 ბინაზე იქნება გათვლილი. . მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო და 2024 წელს დასრულდება.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. კომპანია „სიაიჯი“ - სთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი სიანტერესო პროექტი ხორციელდება. წლების განმავლობაში, კომპანიას არაერთი წარმატებული დეველოპერული პროექტი აქვს, მათ შორის ვაზისუბანსა და ნუცუბიძის პლატოზე. სამომავლოდ კიდევ არაერთი სამშენებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001