საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფაბრიკაში წიგნის ბაზრობა გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1726746449

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს ფაბრიკასთან - მულტიფუნქციურ სივრცესთან, რომლის ინიციატივით, 21-22 სექტემბერს წიგნის ბაზრობა გაიმართება.
ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი, მცირე ზომის, დამწყები, ან უკვე გამოცდილების მქონე გამომცმელობები, რომლებიც მომხმარებლებს საინტერესო ბეჭდურ პროდუქციას სთავაზობენ; წიგნის მაღაზიები ახალი თუ მეორადი გამოცემებით ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, ფილმებსა თუ სხვა საკითხებზე; წიგნის ენთუზიასტები, რომლებიც სტუმრებს სპეციალურად შერჩეულ წიგნებს, პოსტერებს თუ თანამედროვე ბეჭდური ხელოვნების სხვა ნიმუშებს შესთავაზებენ.
“მოხარული ვართ, რომ ფაბრიკასთან დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება და წელს უკვე მეორედ ვთავაზობთ ბიზნესებსა და მომხმარებლებს საინტერესო ღონისძიებას ბაზრობის სახით. ჩვენი მხარდაჭერით, პირველ შემთხვევაში, წარმატებით გაიმართა ვინტაჟური ნივთების გამოფენა-გაყიდვა ფაბრიკის მულტიფუნქციურ სივრცეში, ამჯერად კი ფაბრიკასთან ერთად ორგანიზებას ვუწევთ წიგნის ბაზრობას, რომელიც, ვფიქრობთ, არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისა და თანამოაზრის შეძენის, მკითხველებს კი მრავალფეროვანი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი და ფაბრიკის თანამშრომლობა კი გრძელდება და მომავალშიც საინტერესო ერთობლივ ინიციატივებს განვახორციელებთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიება შაბათს, 21 სექტემბერს 13:00 საათზე დაიწყება და კვირას, 22 სექტემბერს 21:00 საათზე დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა და ვორკშოპი ჩატარდება, მათ შორის ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, VAADS-ის სკოლის წიგნის დიზაინის გამოფენა დაათვალიერონ.
საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და წიგნის მაღაზიებს ბაზრობაში მონაწილეობის მიღებისთვის შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/UypxhMzF1dd56eoE6

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1752731329

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...
პოლიტიკა • 1752731154

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...
პოლიტიკა • 1752730533

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...
პოლიტიკა • 1752729804

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი. თ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729642

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729572