საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „გრადა პარკის“ კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა დასრულდა

გრადა პარკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მისმა მრავალწლიანმა პარტნიორმა კომპანია „გრადა დეველოპმენტმა“ მულტიფუნქციური კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა დაასრულა. კომპანია, დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ „გრადა პარკის“ სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე  შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს და ჯამში 582 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტი კომერციულ ფართების, რეკრეაციულ ზონის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნების, ველობილიკების, სასეირნო და სარბენი სივრცეების, ელექტრო მანქანების დამტენი ზონის, მიწისქვეშა ავტოსადგომისა და სხვა სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

 

„გრადა დეველოპმენტი უკვე 9 წელია მაცხოვრებლებს  თბილისის ყველაზე განვითარებად უბანში - დიღომში უსაფრთხო, კომფორტულ და სრულად განვითარებულ გარემოს სთავაზობს. „გრადა პარკის“ კომპლექსის I ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ბინებში უკვე შესახლებულნი არიან მაცხოვრებლები. II, III და IV ბლოკები კი ეტაპობრივად, 2026 წლის დეკემბრამდე დასრულდება. კომპანიის მიერ დასრულებულ საცხოვრებელ პროექტებში დღეს 1,000-მდე ოჯახი ცხოვრობს. კომპანია სამომავლოდ საქმიანობას კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.  ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ სამ ახალ საცხოვრებელ პროექტზე, ალექსანდრე ყაზბეგის, მარშალ გელოვანისა და აკაკი წერეთლის გამზირებზე. თითოეული პროექტი გამორჩეულია მაღალი სამშენებლო სტანდარტებით, თანამედროვე არქიტექტურითა და მობინადრეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტებით. საქართველოს ბანკი დაარსების დღიდან ჩვენი საიმედო პარტნიორია,  ყველა პროექტი ერთობლივად გვაქვს  განხორციელებული. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ კიდევ  არაერთ პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა ნათია ლაბაძემ, გრადა დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494

ლენტიი
სროლა ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...

შემთხვევა 1781236944

პოლიცია ლენტი
13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...

შემთხვევა 1781236840

დავით-თარხან-მოურავი
„საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას“ - დავით თარხან-მოურავი

"არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომ...

პოლიტიკა 1781186174