საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გრადა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

გრადა პარკი

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის დაფინანსებით, გრადა დეველოპმენტი დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ - გრადა პარკის ახალ სამშენებლო პროექტს  ახორციელებს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე  შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს, რაც ჯამში 582 ბინას გააერთიანებს. კომპლექსი უახლოესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და ის კომერციულ ფართების, რეკრეაციულ ზონის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნების, ველობილიკების, სასეირნო და სარბენი სივრცეების, ელექტრო მანქანების დამტენი ზონის, მიწისქვეშა ავდოსადგომისა და სხვა სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

 

კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება.

 

„გრადა დეველოპმენტი უკვე 7 წელია თბილისის ყველაზე მზარდ განვითარებად უბანში - დიღომში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიის მიერ დასრულებულ საცხოვრებელ პროექტებში დღეს 1,000-მდე ოჯახი ცხოვრობს. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ყველა პროექტი ერთობლივად გვაქვს  განხორციელებული. „გრადა პარკი“ ჩვენი ახალი საერთო პროექტია, რომელიც მაცხოვრებლებისთვის ყველა საჭირო სივრცეს გააერთიანებს და შეუქმნის ჯანსაღ და მყუდრო გარემოს, სადაც მათ ექნებათ დასვენებისა და განტვირთვის საშუალება. აღსანიშნავია, რომ პროექტები ენერგოეფექტურია, ის მაღალი ხარისხის მასალებისგან შენდება და აღჭურვილია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემით, რაც ჩვენს მაცხოვრებლებს კომფორტული და მშვიდი ცხოვრების გარანტიას აძლევს“, - განაცხადა ნათია ლაბაძემ, გრადა დეველოპმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გუგეშაშვილი კიმბერლი
„ქოცების“ იმედი კიმბერლი ლოუ „მხედრიონის“ მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

საზოგადოება 1737902585

რუხაძე13
ირაკლი რუხაძის 6 ტყუილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში

21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...

პოლიტიკა 1737901830

აქცია წერეთლის პოლიციასთან
არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

 აქცია იყო ცოტა ხნის წინ  წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...

პოლიტიკა 1737901200

ლუკაშენკო
"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე" - ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე დაითანხმეს

 ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...

მსოფლიო 1737899299

საწვავი
საწვავი გაძვირდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737894936

კობახიძე
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...

პოლიტიკა 1737891675