საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გრიინ საიდმა“ გონიოში 4 ვარსკვლავიანი აპარტ ოტელი გახსნა

ოტელი

საქართველოს ბანკი, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, “გრიინ საიდმა“ გონიოში 4 ვარსკვლავიანი აპარტ ოტელი გახსნა.

 

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს შეადგენს, სადაც საქართველოს ბანკის ინვესტიცია 3.78 მლნ. დოლარია.

 

აპარტ ოტელი აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს, გასართობ და სარელაქსაციო სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, სპორტ დარბაზს, რესტორანსა და ღია ტერასას.

 

სასტუმროს მთლიანი ფართობი 4401 კვმ.მ - ია, სადაც 3 500 კვ.მ - ზე სარეკრეაციო ზონაა, ხოლო 1 600 კვ.მ-ზე საპარკინგე სივრცე მოეწყო.

 

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო  ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით არის აშენებული.

 

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონებში ტურიზმისა და მასპინძლობის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით „გრიინ საიდმა“ გონიოში, ახალი აპარტ ოტელი გახსნა. მსგავსი მაღალი კლასის აპარტ ოტელის მშენებლობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ  ეს არ არის პირველი თანამშრომლობა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ უბანში, პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი კორპუსი უკვე ააშენა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გალოგრემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642