საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა.-ზე მეურნეობა მოეწყო

საქბანკი

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა. ფართობზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა. მეურნეობა საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახებს, ატმის, ხურმის, ქლიავისა  და ბლის ბაღებს აერთიანებს. მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად ბანკის მხრიდან 81,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად შევძელით და ვავითარებთ ბიზნესს.  ჩვენი თანამშრომლობა უკვე 6 წელია გრძელდება, რომლის  ფარგლებშიც ეტაპობრივად ვაფართოვებთ მეურნეობას და ვზრდით მოსავლის მოცულობას. წლის მანძილზე საშუალოდ  250 ტონა მოსავალს ვიღებთ უკვე.  ასევე, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მეურნეობა სეზონურად რამდენიმე ათეულ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ ვგეგმავთ საკუთარი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, მარინა ცაცაბაშვილი.

„იმისათვის, რომ აგრო მიმართულების ბიზნესებმა შეძლონ განვითარება, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ახალი, საინტერესო პროდუქტები შესთავაზოს, იქნება ეს შეღავათიანი აგრო კრედიტი, დაფინანსება მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ბიზნესები და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრიოტი
აშშ უკრაინას Patriot-ებს გადასცემს - The Washington Post

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექს Patriot-ების გადაცემის საკითხს განიხილავს. რაკეტების გადაცემა ვაშინგტონის ახალი, 40 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში მოხდება.  MI...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653077345

აზოვ
"Азовсталь"-ს სრულად ვაკონტროლებთ - შოიგუს პატაკი პუტინს (რუსული მედია)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "Азовсталь"-ს სრულად აკონტროლებს და კომბინატის ტერიტორიიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი გაყვანილია. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამის შესახებ შოიგუმ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653075858

 მჭედლიძე
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გადადგა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალერიან მჭედლიძე ამბობს,  გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს. "მე ვრჩები გუნდში და მივდივარ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ...

პოლიტიკა 1653072917

ხუხაშვილი.jpg
ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს.. ის მონუსხულია მისი შიშით - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს, მაგრამ მისივე თქმით, მონუსხულია მისი შიშით. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ფული მართლა მოპარეს და ეს აგიჟებს. ამის შესახე...

პოლიტიკა 1653072784

ფხაკაძე
იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს – რას წერს ფხაკაძე მაიმუნის ვირუსზე

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით წერს. "დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ ს...

საზოგადოება 1653072258

ნაყოფია
ვიმედოვნებ, რომ დადგა დრო, როდესაც უნდა მიიღონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის გადაწყვეტილება – ნაყოფია

ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ...

პოლიტიკა 1653072115