საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1656664920 70

ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის რეალიზაცია მეზობელ ქვეყნებში განხორციელდა.პროექტი 3.5 ჰა ატმისა და 0.5 ჰა გარგარის ბაღს, ასევე, სამაცივრე მეურნეობას აერთიანებს. ბიზნესი სეზონურად 250 ადამიანს ასაქმებს.ბანკის მხრიდან პროექტის მხარდასაჭერად 443000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.
„ამჟამად ჩვენი მოსავლის მოცულობა 70 ტონა ატამს და 7 ტონა გარგარს აღწევს. ბანკთან პარტნიორობით გავმართეთ სამაცივრე მეურნეობა, რომლის მოცულობაც 105 ტონას უტოლდება. შესაბამისად, გავაფართოვეთ წარმოება და დავიწყეთ პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში რეალიზაცია. გარდა ამისა, აქტიურად ვიბარებთ მოსავალს ადგილობრივებისგან და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობის ფარგლებში დავასაქმოთ გურჯაანის მაცხოვრებლები“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, შალვა ქართლელიშვილი.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი ქართული ბიზნესი ვითარდება და იწყებს საექსპორტო ბაზრების ათვისებას. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ აგრომეურნეობის სფეროში არსებული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მათი განვითარებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

View this post on Instagram A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa) View this post on Instagram A post shared by Salome C...
სოცმედია • 1660941626

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...
ეს საინტერესოა • 1660937656

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...
საზოგადოება • 1660935891

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევა • 1660935571

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...
მსოფლიო • 1660935241

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...
პოლიტიკა • 1660934919