ბიზნესი & ეკონომიკა • 1660896218 100
-საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით „ხორნაბუჯმა“ ბროწეულის, ქლიავის, გარგარის, ვაშლისა და ნუშის ბაღების გაშენებისთვის 375 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ბაღები 48,35-ჰექტარზეა გაშენებული. ახალი ქარხნის პროექტის ჯამური ბიუჯეტი კი 1 200 000 ლარია.
„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 3613 კვ.მ-ზე, ევროპული წარმოების დანადგარებით წვენის ახალ საწარმოს ვაშენებთ. „ხორნაბუჯი“-ს ხეხილის რეალიზაციის მოცულობა 250 ტონას უტოლდება. პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, თუმცა აქტიურად ვგეგმავთ ექსპორტსაც. ამ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს სამი დასახელების წვენის წარმოება. ამის შესაძლებლობას გვაძლევს ევროპული წარმოების დანადგარები. კერძოდ კი ბროწეულის გამრჩევი დანადგარი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს გვაქვს. ახალი საწარმო მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი“-განაცხადა კომპანია „ხორნაბუჯის“დირექტორმა, გოგა ყაჯრიშვილმა
„მოხარული ვართ, რომ ბანკისა და „ხორნაბუჯის“ ერთობლივი პარტნიორობით მეურნეობას, რომელიც ბროწეულის, ქლიავის, გარგარის, ვაშლისა და ნუშის ბაღებს აერთიანებს, ახლა უკვე წვენის საწარმო დაემატება. ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანია ადგილობრივი წარმოების გარდა ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ეს ბანკისა და კომპანიის მეორე ერთობლივი პროექტი გახლავთ. „ხორნაბუჯი“ ასევე ფლობს სამაცივრე მეურნეობას, რომლის ჯამური ბიუჯეტიც 1 400 000 ლარია. პროექტი კი სოფლის მურნეობის სააგენტოსა და საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას. ჩვენ კი მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, განსაკუთრებით აგრომიმართულებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353984
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353691
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
„ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...
პოლიტიკა • 1701348507
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი