საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლბ კაპიტალი თბილისში სასაწყობე პროექტს ახორციელებს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1756465937
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ლბ კაპიტალის მხარდამჭერია, რომელიც თბილისში A-კლასის სასაწყობე პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 14 მილიონი ლარია, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 8.5 მილიონ ლარს შეადგენს.
ახალი პროექტი სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, 8,400 მ² ფართობზე შენდება. იგი 4,300 მ² სასაწყობე სივრცეს და 700 მ² საოფისე ფართს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის მარტში დაიწყო და 2025 წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტი თანამედროვე აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურას ითვალისწინებს.
„ლბ კაპიტალი მომხმარებელს საინვესტიციო მიმართულებით მრავალფეროვან გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კონკრეტულად სასაწყობე მეურნეობის სექტორში ჩვენი მიზანია ევროპული სტანდარტის სივრცეების განვითარება, რომლებიც როგორც მდებარეობით, ისე ფუნქციონალით გამოირჩევა. A-კლასის საწყობი, რომელსაც თბილისში ვაშენებთ, ინფრასტრუქტურით, მოსახერხებელი ადგილმდებარეობითა და კონკურენტული ფასებით სრულად მოერგება თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში სასაწყობე მეურნეობების მიწოდება ბევრად ჩამორჩება მოთხოვნის მზარდ ტენდენციას და ჩვენი პროექტი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს“, – აცხადებს ლაშა ბადაგაძე, ლბ კაპიტალის თანადამფუძნებელი.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის, ლბ კაპიტალის განვითარებასა და ახალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნას. ჩვენ ლბ კაპიტალთან 2021 წლიდან ვთანამშრომლობთ. პირველი მასშტაბური პროექტი სასაწყობე მეურნეობით 6500² მ ტერიტორიის განაშენიანება იყო. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ“, – აცხადებს ალექსანდრე წულუკიანი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
ლბ კაპიტალი 2021 წელს დაფუძნდა და ოთხ წელიწადში საინვესტიციო პორტფელის შექმნა საქართველოსა და რეგიონის ბაზრებზე შეძლო. კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც სასაწყობე და კომერციულ მეურნეობებს, ასევე პირდაპირ ინვესტიციებს FMCG სექტორში. ლბ კაპიტალი უკვე წარმოდგენილია საქართველოში, სომხეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანსა და პოლონეთში. კომპანიასა და მის პორტფელში არსებულ ბიზნესებში ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, ლბ კაპიტალი საინვესტიციო პორტფელის კიდევ უფრო დივერსიფიცირებას და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს.
ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი | თქვა ყაველაშვილმ...
პოლიტიკა • 1771318941
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977












