საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიბო ჯგუფი“ მზის პანელების დამონტაჟებას გეგმავს

ლიბო ჯგუფი

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, კომპანია, რომელიც ბანკთან პარტნიორობით მზის სადგურების დამონტაჟებას გეგმავს, სადისტრიბუციო კომპანია „ლიბო ჯგუფია“. ის თბილისში, ახალ სასაწყობე ფართს 6 510 კვ.მ.ზე აშენებს, სახურავზე კი  მზის პანელებს დაამონტაჟებს.

 

სასაწყობე ფართის პირველი ფაზა, რომელიც სულ მალე დასრულდება, 2 360 კვ.მ. ფართობზე იქნება განთავსებული. კომპანია, მზის პანელების დამონტაჟებას სწორედ აღნიშნულ სასაწყობე ობიექტზე გეგმავს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ ფინანსდება.

 

„საქართველოს ბანკის დახმარებით გურამიშვილზე ახალ სასაწყობე ფართს ვაშენებთ, რომლის დასრულების შემდეგ  მზის პანელების დამონტაჟებას ვგეგმავთ. მზის სადგურების მშენებლობა არის გარემოზე ზრუნვისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რისი გაკეთებაც პასუხსიმგებლიან კომპანიას შეუძლია.  ბანკთან ერთად მზის პანელების განთავსებაში კომპანია „გრინ ენერჯი“ დაგვეხმარება, რომელთან თანამშრომლობაც უკვე დაწყებული გვაქვს. აღნიშნული მზის სადგურები წლიურად 348 502 კვტ-ის გამომუშავებას შეძლებს, ინვესტიციის უკუგების პერიოდი კი 5 წელი იქნება“, - აღნიშნავს „ლიბო ჯგუფის“ თანადამფუძნებელი, ოთარ ბადაგაძე.

 

“დღითი დღე იზრდება კომპანიების რიცხვი, რომლებიც მზის სადგურების დამონტანჟებას გეგმავს. კერძო სექტორი გარემოზე ზრუნვასა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე აქტიურად ფიქრობს. მზის პანელების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს. ამასთან, მზის სადგურების პროექტების განვითარება ბიზნესზე დადებითად მოქმედებს, აყალიბებს მას ეკომეგობრულ კომპანიად და მომხმარებლისთვის მეტ სანდოობას იმსახურებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მითაიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 28 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახ...

საზოგადოება 1679934240

დოლიძე
რა ინიციატივით მიმართა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...

პოლიტიკა 1679933492

ლოგო
თათია სამხარაძის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს - „ნაციონალური მოძრაობა“

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...

პოლიტიკა 1679933222

 ზელენსკი ბახმუტში
ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679932654

პატრუშევი
პატრუშევის მუქარა: რუსეთი ფლობს უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...

მსოფლიო 1679932539

ნაცვლიშვილი ანა
ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...

სოცმედია 1679932157