საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784290942
საქართველოს ბანკი მეწარმეობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ინტენსიური ვორკშოპები 3, 4 და 5 აგვისტოს ქუთაისში გაიმართება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პარტნიორობით.
პროგრამა წარმოადგენს 360°-იან განვითარების პლატფორმას, რომელიც ქალ მეწარმეებს სთავაზობს პრაქტიკულ ცოდნას, პროფესიულ მენტორობას, გამოცდილების გაზიარებასა და ბიზნესქსელის შექმნის შესაძლებლობას.
სამდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან პრაქტიკულ სესიებს შემდეგ თემებზე:
- ბიზნესის განვითარება;
- სოციალური მედიის მართვა;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესში;
- გაყიდვების საწყისები;
- ელექტრონული კომერცია.
„საქართველოს ბანკისთვის ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვიხარია, რომ პროგრამა უკვე მე-20 ნაკადს მასპინძლობს და სულ უფრო მეტ ქალ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლოს ცოდნა, გაიღრმაოს პრაქტიკული უნარები და განავითაროს საკუთარი ბიზნესი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან თანამედროვე ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ მარკეტინგსა და ელექტრონულ კომერციას. გვჯერა, რომ ცოდნასა და გამოცდილებაში ინვესტირება მეწარმეების წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა და საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას“, — აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში დღემდე 300-ზე მეტი ქალი მეწარმეა გადამზადებული.
მე-20 ნაკადზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/360-entrepreneurs
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










