საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „NEW GROUP“ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1749564582
საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „NEW GROUP“ - ის პარტნიორობით, თბილისში, კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტი, უნივერსიტეტის ქუჩაზე ხორციელდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 52 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 43 მილიონ ლარს შეადგენს.
აღნიშნული სამშენებლო პროექტი უნივერსიტეტის ქუჩაზე, 4,800 კვ.მ-ზე ხორციელდება, ხოლო სამშენებლო ფართობი შეადგენს 45,000 კვ.მ-ს. ის 169 ბინას აერთიანებს. საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია 8,000 კვ.მ-ზე საოფისე, ხოლო 800 კვ.მ-ზე კომერციული ფართების, ასევე, გამწვანებული და კეთილმოწყობილი გარე მოსასვენებელი, საბავშვო სივრცეებისა და ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა. მშენებლობა 2026 წლის მარტში დასრულდება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებლებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
„დეველოპერული კომპანია „NEW GROUP“ ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და ამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მიზანია, მომხმარებლების ინტერესები გავითვალისწინოთ და მათ სრული კომფორტი შევთავაზოთ. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ჯანსაღი და ეკომეგობრული გარემო, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს. საუკეთესო გეგმარებისა და მაღალი ხარისხის მშენებლობასთან ერთად, „NEW GROUP“-ის ყველა პროექტი ეკომეგობრული კონცეფციითა და საერთაშორისო სტანდარტის სახანძრო უსაფრთხოებით გამოირჩევა, ის ენერგოეფექტურ ბინებს აერთიანებს, რაც კომუნალური გადასახადების დაზოგვის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი პროექტი სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე. კომპანიას ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებისგან ხარისხი, მოქნილი პირობები და კონკურენტული ფასები გამოარჩევს. მომხმარებლებს მათზე მორგებულ, მოქნილ გადახდის გრაფიკსა და შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. გარდა ამისა, პირველადი შენატანიც საკმაოდ მინიმალურია. ჩვენ წლებია საქართველოს ბანკთან ვთანამშრომლობთ, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დაინტერესებულ პირებს განსაკუთრებულ პირობები შევთავაზოთ“ - განაცხადა „New Group” - ის წარმომადგენელმა ლაშა ბაგრატიონმა.
„საქართველოს ბანკის მთავარ პრიორიტეტს ბიზნესი მხარდაჭერა და მისთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა წარმოადგენს. მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერები ვართ და აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ჩართულობით, ამ მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელდა. გვიხარია, რომ ბანკისა და „NEW GROUP” - ის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი შეემატება. კომპანიას ამ დრომდე არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული და მოხარულები ვართ, რომ ჩვენის მხრივ წვლილი შეგვაქვს მათ გაძლიერებაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებას“. - განაცხადა გიორგი სახვაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...
სოცმედია • 1762749345











