საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის "ბინადარი ლისზე" 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

საქბანკი

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში,  ა და ბ ბლოკების მშენებლობა განხორციელდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3.3 მილიონი ევროა, ბანკის წილი კი 2.25 მილიონ ევროს შეადგენს. "ბინადარი ლისზე" 2 საცხოვრებელი ბლოკისაგან შემდგარი ეკო პროექტია, რომელიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე, ლისის ტბის მიმდებარედ. ბ ბლოკი 11 სართულიანი საცხოვრებელი სახლია. -1 სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი, ხოლო I სართული ეთმობა კომერციულ ფართს.ჯამურად სარეალიზაციო ფართი 10000კვ.მ-ს მოიცავს.

„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი განგვეხორციელებინა. ჩვენ ბანკთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დროის განმავლობაში უკვე რამდენიმე პროექტი დავასრულეთ. მათ შორის „ბინადარი ჟვანიაზე“. აღსანიშნავია, რომ ბანკის დახმარებით კომპანიამ შეძლო, პანდემიის დროს, 2 წლიანი პერიოდი ისე გაევლო, რომ შეენარჩუნებინა და საქმებული ადამიანები და არ გაეჩერებინა მშენებლობის პროცესი. ბინადარს გამოარჩევს ის რომ ბრენდის დაარსების დღიდანვე ვიცოდით, ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღებას მივიპყრობდით, ერთმნიშვნელოვნად უნდა ყოფილიყო ხარისხი.ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები.კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი მთავარი ამოცანაა ავირჩიოთ ყოველთვის ისეთი მდებარეობა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება ჩვენი პოტენციური მობინადრეებისათვის“,- განაცხადა გიორგი ტალახაძემ, კომპანიის დირექტორმა.

„ყოველთვის სასიამოვნოა, როა ჩვენს პარტნიორთან ერთად ახალი პროექტს წარმატებით ვახორციელებთ. სწორედ ასეთი პროექტია „ბინადარი ლისზე“. კომპანია არასდროს ჩერდება და მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ კომპანიას უკვე აქვს სამომავლო გეგმა და ეს არის ახალი საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობა ისანში - „ბინადარი ისანში“;  ახალი პროექტი „ბინადარი საირმეზე“ და „ბინადარი ვერაზე“. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ, რომ „ბინადარის“ განვითარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც არის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა ზღვის ტალღებში ნებივრობს - სუპერსექსუალური ვიდეო

            View this post on Instagram                       A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa)             View this post on Instagram                       A post shared by Salome C...

სოცმედია 1660941626

ასტროპროგნოზი
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...

ეს საინტერესოა 1660937656

ერეკლე საღლიანი
ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...

საზოგადოება 1660935891

ბორ
ბორჯომის ხეობაში ხანძარია (ვიდეო)

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

შემთხვევა 1660935571

პუტინი
პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...

მსოფლიო 1660935241

აშშ საელჩო
"ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...

პოლიტიკა 1660934919