საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მეტყველების კონკურსი

"საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების ხელშეწყობასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, 30 მარტს 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალური ტური 25-ედ გაიმართება.

კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, წელს კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო, საიდანაც 30 ნახევარფინალისტი შეირჩა.  მათგან ფინალურ ეტაპზე კი 11 ახალგაზრდა გადავიდა.

ფინალური ტურში მონაწილეები მოამზადებენ ხუთწუთიან გამოსვლას თემაზე: „You don’t get a second chance to get a second opinion”. კონკურსის ფარგლებში, ჟიურის წევრები 11 საუკეთესო კანდიდატიდან სამ გამარჯვებულს შეარჩევენ. პირველი ადგილის მფლობელი კი ლონდონში გაემგზავრება. წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი; სამხედრო ატაშეს მოადგილე, ჯოანა როი; ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე - კრისტოფერ ანდერსონი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი და საჯარო მეტყველების კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული გუგა სუხიაშვილი;  განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, თამთა კამკამიძე და ESU-Georgia-ს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი.

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა გვაქვს განხორციელებული. ჩვენი კომპანია, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მეთერთმეტე წელია უჭერს მხარს. რადგან მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი, როგორც ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, ინგლისური ენის პოპულარიზაციას და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სიტყვით გამომსვლელებს აქვთ უნიკალური შანსი, საქართველო ლონდონში ფინალურ კონკურსზე წარადგინონ და საკუთარი თავი მსოფლიოს გააცნონ. მოხარული ვართ, რომ წელსაც მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა პროექტისთვის და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი ოქრუაშვილი
„ყველამ ას-ასი თუმანი ავუგროვოთ იმ პირობით, თუ გაა@ვავს, სადმე ტამბოვში ან კრასნაირსკში და თავს დაგვანებებს“ - ოქრუაშვილი ივანიშვილზე

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არაფორმალური სანქციებით ოფშორებში 3 მილიარდამდე აქვს გაყინული ბიძინას. შემოვდივარ წინადადებით, ყველა ქართველმა ას ასი თუმანი ავუგრო...

სოცმედია 1713543829

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“ივანიშვილი ტანით უნდა გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა ქნას „მაინც ამოვთხრით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:  “როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები გაგებით მოეკიდებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.ვერ...

სოცმედია 1713542193

სპეცრაზმი მოწამვლა
„საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენება“ - ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ  „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართალდამცველებს...

პოლიტიკა 1713541383

მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382

გვარამია ივანიშვილი
“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – ნიკა გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს: ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი...

პოლიტიკა 1713539165