საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ავტომობილების ახალი პრემიალური ბრენდი LOTUS შემოვიდა

გეზმოტორსი

საქართველოს ბანკი ქვეყანაში საავტომობილო სექტორის გაძლიერებას და პარტნიორ კომპანიებთან ერთად საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, გეზ მოტორსმა, ქართულ ბაზარზე, ბრიტანული სპორტული პრემიალური ბრენდი LOTUS შემოიყვანა და კახეთის გზატკეცილის #15-ში ახალი შოურუმიც გახსნა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 35 მილიონი ლარია.

საქართველოში LOTUS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი კომპანია „გეზ მოტორსია“, ეს  კი კომპანიას  აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში LOTUS-ის 3S და 4S სტანდარტის სადილერო ცენტრები განავითაროს. ასევე, ბრენდის გაყიდვების, სერვისისა და მომხმარებელთა გამოცდილება უმაღლესი სტანდარტით განახორციელოს.

 

2026 წლიდან „გეზ მოტორსი“ LOTUS-ის ავტომობილების დისტრიბუციას და სადილერო ქსელის განვითარებას ამიერ კავკასიის რეგიონში გეგმავს. უახლოეს ორ წელიწადში კი დაგეგმილია ორი ახალი შოურუმის  - თბილისსა და ბათუმში გახსნა, რაც LOTUS-ის ბრენდს, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე, კიდევ უფრო გააძლიერებს.

LOTUS-ის ავტომობილები 9 ნოემბრიდან წარმოდგენილი იქნება გეზ მოტორსის ახალ მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15 მდებარეობს.

 

„ქართულ ბაზარზე LOTUS-ის შემოსვლა ჩვენი გუნდის მრავალწლიანი შრომისა და მიზანმიმართული განვითარების შედეგია. მოხარულები ვართ, რომ ავტომოყვარულებისთვის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბრენდმა ნდობა გამოგვიცხადა. ეს არა მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობა, არამედ ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარაა. საქართველოს ბანკი ჩვენი სანდო და ერთგული პარტნიორია, რომელიც წლების განმავლობაში როგორც ფინანსურ, ასევე სტრატეგიულ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მოზიდვა, არამედ ნდობისა და სტაბილურობის სიმბოლოა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობისას  როგორიც LOTUS-ია. ჩვენი სამომავლო გეგმა მოიცავს ამიერკავკასიაში სადილერო ქსელის განვითარებასა და ახალი შოურუმების გახსნას თბილისსა და ბათუმში. 2026 წლის პირველ კვარტალში კი, მომხმარებლებს სრულიად ახალ SUV-ს წარვუდგენთ, რომელიც LOTUS-ის ხასიათსა და ინოვაციურ სულს ინარჩუნებს ”, - განაცხადა ლევან მიქაძემ, გეზ მოტორსის კომერციულმა დირექტორმა.

“მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც არა მხოლოდ გეზ მოტორსისთვის, არამედ საქართველოს საავტომობილო ბაზრისთვისაც გამორჩეული მნიშვნელობისაა.  ბაზარზე LOTUS-ის ბრენდის შემოსვლა მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას, ქართულ საავტომობილო ბაზარს კი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრად წარმოაჩენს.  ჩვენთვის, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან ახალ სტანდარტებს და ავითარებენ ეკონომიკას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ დონეზეც“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ოსკოპელმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კადიროვი.jpg
„საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა“ — კადიროვი

 ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე არ არის მზად ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გახსნისთვის. ამის შესახებ მან 14 დეკემბერს გამართულ პირდაპირ ეთერში ისაუბრ...

პოლიტიკა 1765796398

კობახიძე პუტინი
ვიდეო: „მათ სიყვარულის ამბავზე"

"მოკლედ მათ სიყვარულის ამბავზე" | წერს აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

სოცმედია 1765796299

უკრაინა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD

უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765796001

მოროშკინა
ლალი მოროშკინამ „ქართული კულტურის დესპანის წოდება“ მიიღო და „მწერალთა კავშირის“ წევრი გახდა

ლალი მოროშკინა: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის.ქართული კულტურის დესპანის წოდების მიღება ,მწერალთა კავშირის წევრის წოდებასთან ერთად დიდი პატივია.ტიციან ტაბიძის,პაოლო იაშვილის,მიხეილ ჯავახიშვილი...

საზოგადოება 1765794057

ილია თოლორაია
„საპატრიარქო ხელისუფლების დავალებას ასრულებს“ – მამა ილია თოლორაია

საპატრიარქო ასრულებს ხელისუფლების დავალებას – ასე აფასებს მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში მეორედ დაბარებას მამა ილია თოლორაია. სასულეირო პირის თქმით, “ბოტკოველი, რასაც ხელისუფლება დაავალებს, იმას...

საზოგადოება 1765792603

ზურაბ ცეცხლაძე
„პრეზიდენტო" მიხეილ ყ. თავი მართლა პრეზიდენტი ხომ არ გგონიათ, როლში ხართ შესული და პრეზიდენტობანას თამაშობთ... თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ ხვალ რა დღეა, რასაც ბიძინა გეტყვით ისე იქნება, შესაბამისად, ასსსააააა“ - ზურაბ ცეცხლაძე

" ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყ-მ, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უნდა მოინანიონ შეცდომები და შემდგომი დაკვირვების გათვალისწინებით მიიღებს მათი შეწყალების გადაწყვეტილებ...

სოცმედია 1765792323