საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

სამაცივრე მეურნეობა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა გორში, სოფელ კვარხითში, სამაცივრე მეურნეობა ააშენა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონი ლარია და ის სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა.

 

შპს პომ 2021 წელს დაარსდა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ჰოლანდიური ნერგებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენა. 2023 წელს კომპანია შემნახველი მიმართულებით გაფართოვდა. 2025 წელს კი თანამედროვე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაასრულა.

ახალი სამაცივრე მეურნეობა 600 ტონა ვაშლის შესანახად არის გათვლილი, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, პროდუქციის რეალიზება არა მხოლოდ მოსავლის აღების პერიოდში, არამედ ყველა სეზონზე მოახდინოს.

 

“შპს პომ ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. 10 ჰა-ზე მოყვანილი ვაშლის რაოდენობა და ხარისხი იმ შედეგს იძლევა, რასაც ხშირად გაცილებით დიდ ფართობზე გაშენებული ბაღები ვერ უზრუნველყოფს. სამაცივრე მეურნეობა კი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გვეხმარება. ის დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს პროდუქციის რეალიზება ნებისმიერ სეზონზე მოვახდინოთ.  საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, ვაშლის ბაღის გაშენებისას დავიწყეთ და მას შემდეგ ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია.  სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. ეს გულისხმობს, როგორც ახალი ბაღების გაშენების, ისე დამატებითი სამაცივრე ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ წარმოების მოცულობა და კონკურენტუნარიანობა”, - განაცხადა შპს პომ-ის დირექტორმა, ლადო მეშველიანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკ
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება “შეხვედრები ბიზნესთან” გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1771437323

ბაჩიაშვილი ივანიშვილი
„როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $, დღეს ბიტკოინის ფასი არის 67 128 $, ახლა თქვენ მიხვდით, რა მოხდა და როგორ“ - გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...

სოცმედია 1771437079

გია ხუხაშვილი
„ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით“ - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...

სოცმედია 1771431254

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა - მედია

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...

პოლიტიკა 1771427239

დავით კაკულია
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა“ - დავით კაკულია

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...

კრიმინალი 1771426020

ბაჩიაშვილი
„ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" - პროკურატურა

ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...

პოლიტიკა 1771425172