საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2022 ბრუნდება

ცადე


საქართველოს ბანკი საინტერესო და მასშტაბური ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება Spotlight 2022, 27 ნოემბერს, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში გაიმართება.

ღონისძიებაზე დღის განმავლობაში, 700-მდე დელეგატი შეძლებს დაესწროს მასტერკლასებს, ვორკშოპებს, ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. Spotlight-ის სცენიდან, 30-მდე სპიკერი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ ძველ კოლეგებს და დაამყარონ ახალი პარტნიორული ურთიერთობები.

წლევანდელი Spotlight 2022-ის სპიკერების სია ასე გამოიყურება: დავით გოგიჩაიშვილი, ანი რობაქიძე, მიშა გიორგაძე, კახი კანდელაკი, დიმიტრი ვაჩნაძე, ნიკო ნერგაძე, მარიამ ცანავა, „კაცების შოუ“, ანჟე ჟერები, თოკა არეშიძე, ელენკა კოხრეიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა, სანდრო კვანტალიანი, გიორგი კონტუაძე, რუსკა მაყაშვილი, მარიამ წილოსანი, ეთო მერებაშვილი, ლევან ლაფაჩი, გიორგი ქუცა რუხაძე, უჩა ურუშაძე, ირინა დუმბაძე, მარიამ ჩხაიძე, ბექა მეფარიშვილი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ისეთი მარკეტინგული ღონისძიების მხარდამჭერი, როგორიც Spotlight-ია. ეს ღონისძიება ძალიან კარგი ადგილია, სადაც  მარკეტერებს,  ინოვაციით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, წარმოადგინონ საინტერესო მიდგომები, არაორდინალური იდეები და ა.შ. მთავარია არ გავჩერდეთ და მუდამ ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები თუ სირთულეები, რათა საბოლოო ჯამში ისეთ გამარჯვებებს მივაღწიოთ, რაც აქამდე წარმოუდგენლად ჩანდა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება, რომლის ავტორიც Marketer.ge-ია. პირველი ღონისძიება ფოკუსირებული რეკლამის და მარკეტინგის ინდუსტრიაზე იყო. 2016 წელს Spotlight-ის რებრენდინგი მოხდა და შეიქმნა დინამიური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას. როგორებიცაა: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და სხვა. ახალი მიმართულებები  შენარჩუნებული ფორმატით ახალ დამოუკიდებელ ღონისძიებებს გულისხმობს. Spotlight 3 წლიანი პაუზის შემდეგ სრული მასშტაბით ბრუნდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პაპუაშვილი
„ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან“ - შალვა პაპუაშვილი ევროტურით კმაყოფილია

„ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება  შეხვედრები ნიდერლანდებში და  ლუქსემბურგში. ვიზიტების მთავარი მიზანია  პარტნიორებთან ევროკავშირშ...

პოლიტიკა 1670229810

თაკო ჩარკვიანი
„ამას რას მოვესწარით“ - რაზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს: „ამას რას მოვესწარით! ლაჩრები მძარცველები , გმირებს "ნაიომნიკებს "ეძახიან“

სოცმედია 1670229546

მეუფე სტეფანე
„ძროხები“ - მეუფე სტეფანე ჟურნალისტებზე

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გაილაშქრა. როგორც „თაიმერი“ იუწყება. მარტვილის მონასტერში, საკვირაო წირვა-ლოცვის მიწურულს, ქადაგებაში კალაიჯი...

საზოგადოება 1670229124

ლაშა ბექაური
„გადამიყვარდა“ - ვინ უყვარდა ლაშა ბექაურს

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა "ჟურნალ OK"-სთან ინტერვიუში გაამხილა ჰყავს, თუ არა მას შეყვარებული: "არა, და არც ვყოფილვარ, თუ არ ჩავთვლით, 1 კლასში რომ მიყვარდა ორი კვირით გოგო. შემდეგ მასწავლებე...

სპორტი 1670228994

ბატურინი
„ჩვენი დავალება იყო...“ - რას ჰყვება ბახმუტის დამცველი სპეცდანაყოფის ქართველი მეთაური

პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ, ბახმუტში შეტაკებების დროს დაჭრილ და გადარჩენილ ქართველ მეომართან. მიშა ბატურინი რუსი ოკუპანტების სამიზნე ერთ-ერთი პირველი გახდა. ის იმ სპეცდანაყოფს მეთაურობდა, რომელიც ქა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670228607

ნინო ქათამაძე
„შემაშფოთებელია“ - ნინო ქათამაძის საგანგებო განცხადება უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებზე

მომღერალი ნინო ქათამაძე ბახმუტთან, 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმაურება და ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. ქათამაძის თქმით, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება გონს ვერ მოდის. "სამძიმარს...

პოლიტიკა 1670228315