საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind ვორკშოპს “ფინტექის მომავალი AI-ის ეპოქაში“ გამართავს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1750262868

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში შეიტანა წვლილი.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ფინტექის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ინდუსტრია და როგორ შეცვალა იგი ტექნოლოგიურმა და ეკონომიკურმა ტენდენციებმა;
შილის პირადი გამოცდილება — დამფუძნებლობიდან ვენჩურული კაპიტალის სამყარომდე: გაკვეთილები, გამოცდილება და მიგნებები;
დღევანდელი ფინტექ რეალობა — სად იმალება შესაძლებლობები და რა რისკებზეა აუცილებელი ფოკუსირება;
AI და ფინტექის შერწყმა — როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიის წესებს და როგორ უნდა მოერგონ ამ ცვლილებებს სტარტაპები;
სტრატეგიული რჩევები კომპანიებისთვის — AI-ის ეფექტიანი ინტეგრაცია პროდუქტებსა და პროცესებში.
ვორკშოპი 19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.
სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

ლევან სანიკიძე: ბევრი ხალხია ისევ ქუჩაში - ვერ გაგვტეხეს და გვჯერა გამარჯვების!ინანებთ ყველა, ვინც ამ ბრძოლაზე უარი თქვით და მტრის ბანაკში გადახვედით! არა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას!
პოლიტიკა • 1752944080

“არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას“ | ასე უპასუხა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის კითხვას, რას ურჩევდა უკრაინას და უკრაინელებს, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1752943522

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ირანი ბირთვულ ობიექტებს აღადგენს, აშშ მათ კვლავ გაანადგურებს “მათ აღდგენას წლები დასჭირდება. მათ თავიდან მოუწევთ სამ სხვადასხვა ადგილას ა...
მსოფლიო • 1752943411

ევროპარლამენტის უმწვავესი გზავნილი "ოცნებას" - ივანიშვილის გუნდში პირველი შეფასებები კეთდება. მამუკა მდინარაძე ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებ...
პოლიტიკა • 1752928720

სინდისის პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე ციხეში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე საუბრობს და ამბობს, რომ მიიხუედავად იმისა, რომ პატიმრებმა ორი კვირის წინ მოითხოვეს მაღაზიაში ვენტილატორის მიწოდება, ამ დრომდე ა...
პოლიტიკა • 1752922770

ბათუმში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბიზნესმენ ჰაქი თექინის მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. წარმოშობით ის ადიამანის რეგიონიდან, გერგერიდან გახლდათ, თექი...
კრიმინალი • 1752919169