საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ზე Phubber App-ის დამფუძნებლები წარდგებიან

სტარტაპი

საქართველოს ბანკი,როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.  ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით,28 სექტემბერს Startup Grind-ის ტრადიციული შეხვედრების მომდევნო ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება.

ტრადიციულ პანელზე Phubber App-ის დამფუძნებლები:ანანო დოლაბერიძე და გიორგი ჩუგოშვილი გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც თან ახლავს სტარტაპის ზრდას, მის საერთაშორისო ბაზარზე  გასვლასა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

„საქართველოს მსგავს პატარა ბაზარზე სტარტაპის შექმნა თავისთავად მოიაზრებს საერთაშორისო მასშტაბებზე ფოკუსირებას. ეს დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ჩვენი სტუმრები ამ რთული, მაგრამ საინტერესო პროცესის შუაგულში არიან. რეგიონში მიმდინარე ომისა და სხვა დაბრკოლებების მიუხედავად მათ შეძლეს წარმატების მოპოვება“, ამბობს გიორგი ტუხაშვილი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, Pubber App პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმაა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები. აქ შესაძლებელია ქართველი დიზაინერების კოლექციების, ავთენტური ბრენდების, ვინტაჟური და მეორადი ნივთების აღმოჩენა. სტარპატი 2019 წელს დაარსდა და 500Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია.

500Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ ფაბერმა შეძლო უკრაინის ბაზრის ათვისება. კომპანიის შემდეგი მიზანი ყაზახეთი და უზბეკეთია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალების მარში
"არა რუსულ კანონს" - თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში დაიწყო

თბილისში ქალების მშვიდობიანი მარში იმართება - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ეს არის ასობით იმ აქტივისტი ქალის  მთავარი სათქმელი, ვინც დღეს ქუჩაში გასვლა გადაწ...

პოლიტიკა 1713620758

კოკო როინიშვილი
"ოცნებამ" შავი ნაჭერი აიფარა სახეზე და არ უნდათ, რაიმე დაინახონ“ - კოკო როინიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი არ წყდება - ამჯერად "ოცნების" ინიციატივას კოკო როინიშვილი ემიჯნება. "შავი ნაჭერი აიფარეს თვალებზე და არ უნდათ, რომ რაიმე დაინახონ" - აღნიშნავს მსა...

პოლიტიკა 1713619992

მდინარაძე
"ქართულ იდენტობას ებრძვის" - მამუკა მდინარაძე გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის. მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის...

პოლიტიკა 1713619863

ორბანი
„დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს“ - ორბანი

დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია ფიდესის მომხრეების შეკრებისას განაცხადა. ამასთან, უნგრეთის პრემიერი ამ...

მსოფლიო 1713619771

ნატალია ყიფშიძე
„დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ“ - ნატალია ყიფშიძე

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე ქალები სხვანაირ, დაცულ და კარგ საქართველოში იცხოვრებენ - ნატალია ყიფშიძექალების მარშს, რომელიც სტარტს, დღეს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, მსახიობი ნატალია ყ...

საზოგადოება 1713618530

ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438