საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი ჰაუსი“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1732784264
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით დეველოპერული კომპანია „თბილისი ჰაუსი“ ახალ სამშენებლო პროექტს, „ჰაუს მანავი“ -ს ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1 მილიონი დოლარია.
საცხოვრებელი სახლის პროექტი ისანში, მანავის ქუჩა N2-ში ხორციელდება. პროექტი 1,914 კვ.მ ტერიტორიაზე, 11 სართულიან საცხოვრებელ სახლის, ჯამში 63 ბინის მშენებლობას გულისხმობს.
პროექტის მშენებლობა 2023 წლის ივლისში დაიწყო და ის 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
„სამშენებლო დეველოპერული კომპანია „თბილისი ჰაუსი“ 2019 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ჩვენს მობინადრეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვუქმნით ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს და ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სამშენებლო პროექტებს. ჩვენი კონცეპტუალური ხედვა თანამედროვე სამშენებლო ობიექტების დაგეგმარებასა და სამშენებლო სამუშაოების იმგვარად წარმართვას გულისხმობს, რომ სამშენებლო სექტორში შევინარჩუნოთ სანდო რეპუტაცია, მშენებლობის ყველა ეტაზე ვუზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო პროცესი. ასევე, ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე საცხოვრებელი გარემო და ქალაქის ეკოსისტემის გათვალისწინებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ურბანულ განვითარებაში. ამჟამად, ქალაქის სხვადასხვა უბანში უკვე დასრულებული ოთხი პროექტი გვაქვს, სამი პროექტის მშენებლობა კი ისანში, დიღომსა და ორთაჭალაში მიმდინარეობს. “ჰაუს მანავი” უახლესი სამშენებლო სტანდარტების დაცვითა და ხარისხიანი მასალებით შენდება, თითოეული ბინა კი დაპროექტებულია ოპტიმალურად, ბუნებრივი განათების შეღწევადობის გათვალისწინებით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მობინადრეებისთვის ეს სწორედ ის ადგილი იქნება, სადაც მყუდრო საცხოვრებელ გარემოს მოიწყობს და დაცულ მომავალს შექმნის. სამომავლოდ ორი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ვგეგმავთ, რომელთა პროექტირება უკვე დაწყებულია. პროექტების წარმატებით და დროულად დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა, რომელიც ასევე, გვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მომავალი მობინადრეებისთვის მოქნილი გადახდის პირობების, ინდივიდუალურ გადახდის გრაფიკისა და შიდა უპროცენტო განვადების შეთავაზებით“, - განაცხადა მიხეილ ძაგანიამ, თბილისი ჰაუსის დირექტორმა.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. საქართველოს ბანკსა და „თბილისი ჰაუსს“ მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ერთობლივად არაერთი წარმატებული პროქტი განვახროციელეთ, მათ შორის „ჰაუს გარდენი“, „ჰაუს პანორამა“ და „ჰაუს ქორნერი“. ეს თანამშრომლობა კი კვლავაც გრძელდება. ამჯერად, კომპანიის ახალი პროექტის „ჰაუს მანავის“ მხარდამჭერები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა, არამხოლოდ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფას, არამედ, მომავალი მობინადრეებისთვის სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებას გულისხმობს. სამომავლოდ კომპანია არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ.
"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!
რელიგია • 1775937165
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღ...
რელიგია • 1775936306
11 აპრილს, 15 საათსა და 14 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...
რელიგია • 1775906838
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... დღეს ეშმაკებმა, ნ...
საზოგადოება • 1775802679
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთობლივმა ჯგუფმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის სატელე...
მსოფლიო • 1775754397
"სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ. [...] ყაზახეთი გასული წლის აგვისტოდან ღიად გამოხატავს „ტრამპის მარშრუტით“ დაინტერესებას, თუმცა ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არ...
მსოფლიო • 1775754061











