საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა

მშრალი პორტი

საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, თბილისში მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 22 მლნ. დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 15 მლნ. დოლარს შეადგენს.

 

თბილისის მშრალი პორტის პროექტი რეგიონული მნიშვნელობის მულტიმოდალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. პროექტი 19.5 ჰა მიწის ნაკვეთზე განხორციელდა და პირველი ფაზა მოიცავს 2,500 კვ.მ-მდე B კლასის საწყობს და 5.5 ჰა ტერიტორიაზე განთავსებულ საკონტეინერო მოედანს, რომელიც აღჭურვილია 4 სარკინიგზო ხაზით. სამომავლოდ, მომდევნო ფაზაში, დაგეგმილია 10,000 კვ.მ-მდე ფართობის A კლასის საწყობის მშენებლობა და საკონტეინერო მოედნის გაფართოება. პორტს გააჩნია თანამედროვე საკონტეინერო ტექნიკა და ასევე საკუთარი სარკინიგზო ლოკომოტივები.

თბილისის მშრალი პორტი არის პირველი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის პორტებიდან შემოსული საკონტეინერო ტვირთების პირდაპირი რკინიგზით გადმოტანას თბილისში. ასევე პორტი შესაძლებლობას იძლევა ტვირთები სარკინიგზო გზით მიღებულ იქნს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ან უკან. ასევე ადგილზე შესაძლებელია ტვირთების გადატვირთვა, დასაწყობება და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება.

ამიერიდან, პორტს შესაძლებლობა აქვს წელიწადში 100,000 TEU-მდე ტვირთბრუნვას მოემსახუროს. მომდევნო ფაზის ამოქმედების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 200,000 TEU-მდე გაიზრდება.

„აღნიშნული პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა არა მხოლოდ ფინანსური ჩართულობის, არამედ იმ ღირებულებების თვალსაზრისით, რასაც ის ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისთვის წარმოადგენს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც რეალურ ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან, აძლიერებენ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ახალ სამუშაო ადგილებს აჩენენ. თბილისის მშრალი პორტი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ის არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, არამედ საქართველოს გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე პოზიციონირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

 

მსგავსი პროექტის განხორციელება თბილისში მომხმარებლებისთვის ტრანსპორტირების ხარჯსა და ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასევე, სარკინიგზო გადაზიდვების მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის მხრივაც. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ტრანსპორტის და ტელეკომის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, მარიამ ჩიხრაძემ

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642