საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა.

 

Artifact Apart Hotel თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს და 15 ინდივიდუალურ საცხოვრებელ აპარტამენტს აერთიანებს. აპარტამენტები სრულად არის აღჭურვილი საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს და კაფეს Maluli by Chocoart, სადაც სტუმრებს ხელნაკეთი შოკოლადისა და სხვადასხვა კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ.

 

“Artifact Apart Hotel-ის პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო სივრცის გარდაქმნა ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ისტორიული იდენტობა და კავშირი წარსულთან. ჩვენი გუნდი აქტიურად იკვლევდა უბანს, რათა პროექტის არქიტექტურულ და სივრცით გადაწყვეტაში ისტორიული მემკვიდრეობა სწორად ასახულიყო. პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მის ფუნქციურ დაგეგმარებასა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებულ მასალებს, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის ადაპტირებულ, კომფორტულ გარემოს ქმნის. Artifact Apart Hotel უკვე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ვმასპინძლობთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზიტორებს. ჩვენი მიზანია მათ მაღალი ხარისხის მომსახურება მივაწოდოთ  და სასიამოვნო გამოცდილება შევუქმნათ”, - განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ, Artifact Apart Hotel - ის დირექტორმა.

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი აპარტ-სასტუმრო გაიხსნა. გვჯერა, სასტუმრო მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი კიკალიშვილმა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიქანაძე
"ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს" - გივი მიქანაძე

მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...

განათლება 1789282609

ზოდიაქო
13 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...

ეს საინტერესოა 1789243500

ბურჭულაძე ღარიბაშვილი
რა ილაპარაკა პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ ბურჭულაძემ ღარიბაშვილზე - „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...

პოლიტიკა 1789239110

ნინო ნადირაძე
"რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო... არ არის ეს ქართული, არ მოსულა..." - ნინო ნადირაძე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...

საზოგადოება 1789228734

ხარაბაძე მაღლაკელიძე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს - IPN

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...

პოლიტიკა 1789226476

გვარამია კოხტაშვილი
„ოცნების“ დეპუტატი იყო საკრებულოში, სიაში 2021-შიც ჩასვეს და თავი ამოაღებინა... აითვალწუნეს — ნიკა გვარამია დაკავებული ექიმის პოლიტიკურ წარსულზე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავების რეალური...

საზოგადოება 1789219230