საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში „ცივი ჯაჭვის" რეგიონული კონფერენცია გაიმართება

ცივი

25 ნოემბერი, 2022 - საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით, 29-30 ნოემბერს, სასტუმრო შერატონში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებასUSAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, საქართველოს სამაცივრე მეურნეობების და ლოგისტიკის ასოციაციასთან (GCSLA) ერთად ახორციელებს.

ღონისძიება აგრო ექსპორტის მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს  ეხება. მომხსენებლები სწორად მოყვანილი კენკრის და ხილ-ბოსტნისჯანსაღკონდიციაშიშენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტზე გატანის საკითხებზე ისაუბრებენ. კონფერენციაზე 5 ძირითადი თემა იქნება განხილული:

· ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის სტანდარტები - აუცილებელი ნაბიჯი ცივი ჯაჭვის განვითარებისთვის;

· ცივი ჯაჭვის რგოლები - მონაწილეების კოოპერაციის მოდელები;

· ცივი ჯაჭვის განვითარებაში შესაბამისი ასოციაციების როლი;

· მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა სექტორისთვის;

· საექსპორტო ბაზის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ „ცივ ჯაჭვში“ ჩართული კომპანიები და ორგანიზაციები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.ღია დისკუსიების ფორმატი ცივი ჯაჭვის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გამოავლინონ საექსპორტო ვაჭრობის კუთხით პარტნიორობის შესაძლებლობები.

ღონისძიებას  100-მდე ორგანიზაცია და კერძო პირი დაესწრება. ესენი არიან:საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ისსოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლები; ექსპორტიორები; ასოციაციები; სოფლის განვითარების სააგენტო და საცალო ქსელის ობიექტების წარმომადგენლები.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, გაზარდონ გაყიდვები, გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების განვითარების ღონისძიებას. „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია, ეს არის დამსწრე აუდიტორიისთვის კარგი შესაძლებლობა გამოცდილების გაზრდის და ცოდნის გაღრმავების მიმართულებით. კონკრეტულად, ეს ეხება იმას, თუ როგორ შეძლოს მიმწოდებელმა ექსპორტზე პროდუქტის სწორად და ჯანსაღ მდგომარეობაში გატანა. რაც ცხადია, მოწინავე პრაქტიკის  გათვალისწინება ორმაგად გაზრდის მომხმარებელს და ექსპორტზე გატანილ პროდუქციას. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად მხარი დავუჭიროთ მსგავს პროექტებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ცნობისთვის, ცივი ჯაჭვი ლოგისტიკური ზომების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფსმუდმივ ტემპერატურასა და სხვა პარამეტრებს, რომლებიც აუცილებელია პროდუქტის სწორად შენახვისთვის და  მისი გადაადგილებისთვის წარმოებიდან მომხმარებლამდე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გლდანის ციხე
„მოკვდება“ - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საერთაშორისო რეკომენდაციების მალე შესრულებას ითხოვს

„რასაც საერთაშორისო ექსპერტები წერენ, თუ ის ძალიან მალე არ შესრულდება, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება,” – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ...

პოლიტიკა 1670227648

პუტინი ვირთხა
მოკლული 91 690 ჯარისკაცი - უკრაინაში პუტინის ადამანური და ტექნიკური დანაკარგის სრული სია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 დეკემბრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით,...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670227521

ჩეჩენი ბლოგერი
მოკლულია ჩეჩენი ბლოგერი - რა მოხდა შვედეთში

მედიისა და აქტივისტების ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა 1 ADAT არხი, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერ...

მსოფლიო 1670226522

ტანკერი აფეთქება
დაღუპულია 3 ადამიანი - აფეთქება რუსეთის საწვავის ტანკერზე

რუსეთში, რიაზანთან ახლოს, აეროდრომზე საწვავის ტანკერი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია სასწრაფო დახმარების სამსახუ...

მსოფლიო 1670226391

მიხეილ სააკაშვილი
„აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა“ - "ვივა მედის" დირექტორი ადასტურებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამოწურა თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის რესურსი კლინიკამ, ჩხაიძე ამ კითხვას ა...

პოლიტიკა 1670224656

დროა ხოშტარია
„მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე, ახალ წელს ნუ მიფუჭებო“ - ელენე ხოშტარია უკრაინაში დაღუპულ გმირებზე

„რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანი სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდნენ იმპერიასთან ბრძოლას. 2...

პოლიტიკა 1670223936