საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

ყველის საწარმო


საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით საქართველოს ბანკსა და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად ახალქალაქში ყველის ქარხანა აშენდა.  საწარმო 1200 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ქარხანაში თვეში საშუალოდ 3000-4000 კგ სულგუნი იწარმოება. პროექტის ჯამური ღირებულება 240 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი დაახლოებით  180 000  ლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ რომ ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, ახალქალაქში ყველის წარმოება დაგვეწყო. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით  ავაშენეთ საწყობი, შევიძინეთ რძის გასაციებელი და ჩამოსასხმელი დანადგარები, მაცივრები და საწარმოს ინვენტარი. იმედი გვაქვს სამომავლოდ წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, ემზარ გობაძემ.

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია, რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისება კი განსაკუთრებით საჭირო. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს შექმნას საწარმო და იფიქროს სამომავლო განვითარებაზე. მეწარმე უკვე წარმატებით ახორციელებს ყველის რეალიზაციას თბილისის მასშტაბით  სხვადასხვა მაღაზიებში. სამომავლოდ  კი სურს ქარხნული ყველის დამზადება და წარმოების გაფართოება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას და კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს რეგიონი“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჟურნალისტები
ტყვეობის 365 დღე… ვალდებული ვარ ვიყო იქ, სადაც წყდება საქართველოს და უკრაინის ბედი. თავისუფლება ან სიკვდილი! - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ტყვეობის 365 დღე. ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი,სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავს...

პოლიტიკა 1664582400

უკრაინა ნატო
"უკრაინის სიმამაცეს ალიანსის გაძლიერება შეუძლია" - ბალტიისპირეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ისინი "სრულიად უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში რაც შეიძლება მალე მიღებას". მათმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ურმას რეინსალუმ, ედგარს რინკევიჩმა და გაბრიელ...

მსოფლიო 1664581500

სააკაშვილის ერთი წელი
“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“ - 1 წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან

ერთი წლის, პირველ ოქტომბერს, დილას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო  - “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” . მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვაც გაავ...

პოლიტიკა 1664579580

საგარეო
საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას ეხმაურება და წერს, რომ საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელო...

პოლიტიკა 1664574545

მობილიზაცია
რუსეთში ჩინოვნიკებმა მობილიზაციისგან ფულის გამომუშავების გზა გამოიგონეს

რუსეთის ფედერაციის ხაბაროვსკის მხარეში ჩინოვნიკებმა დააწესეს კორუფციული „ტარიფები“, სამხედრო მობილიზაციის გადადებისთვის - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს გამართულ ბ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664574240

ავარია
საშინელი ავტოავარია: ზუგდიდში ავტომობილი ხეს შეეჯახა - უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. gurianews-ის ინფორმაციით ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შ...

შემთხვევა 1664566802