საქართველოს ბანკის მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum პირველად გაიმართა

საქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოში პირველად, UK-Georgia Fintech Forumგაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტთან ერთად იყო DataFest Tbilisi,  საქართველოს ბანკთან და გრანთ თორნთონთან პარტნიორობით.

ფორუმის მიზანი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ფინტექ ინდუსტრიებს შორის შესაძლო პარტნიორობების განხილვა იყო. ასევე, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების ქართულ და ბრიტანულ ბაზარზე განვითარების მიმოხილვა და პერსპექტივები.

„საქართველოს ბანკი  ფინტექ მიმართულებით და ინოვაციების განვითარების კუთხით ბევრი საინტერესო ღონისძიების პარტნიორია. ეს შეხვედრაც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების სპიკერებსა თუ დამსწრე საზოგადოებას უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები გაეზიარებინა ერთმანეთისთვის.  მოხარული ვართ,რომ გვქონდა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, სადაც  ჩვენი ქვეყნის ფინტექ ინდუსტრიის შესახებ დაინტერესებულმა ადამიანებმა ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ფორუმმა ინსპირაციული საუბრებისთვის და პანელური დისკუსიებისთვის თავი მოუყარა  გამორჩეულ ექსპერტებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან.ფორუმი სამი სესიისგან შედგებოდა, რომელზეც ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სპიკერები წარსდგნენ, როგორებიც არიან:

1.  მაიკ კინგი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის მთავარი ოპერაციული დირექტორი, ინვესტიციების ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით;

2. რობინ ბათლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი;

3. ნიშ კოტეჩა,FinBoot-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;

4. ალპეშ ბ პაიტელი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ტრანზაქციების სპეციალისტი;

5. ბრაიან ზენგი, კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიებაზე მოხსენებით ასევე წარსდგნენ:  გიორგი კინწურაშვილი - საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი; დავით კიკვიძე - Fintech ასოციაციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ებანოიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის FinTech და SupTech განვითარების დეპარტამენტის უფროსი; თორნიკე ასათიანი -Edumentors-ის თანადამფუძნებელი. ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს ისეთმა სტარტაპებმა, როგორიცაა: PAYZE, CNICK და სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასოს
საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი კობა აშოთიაა - მის ცოლს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე  კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...

კრიმინალი 1696267694

კარავი
"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...

პოლიტიკა 1696266481

ლარი
ლარი გაუფასურდა - ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 3 ოქტომბერს

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....

ბიზნესი & ეკონომიკა 1696264944

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 3 ოქტომბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...

საზოგადოება 1696264651

წვიმა ბათუმი
ძლიერი წვიმა ბათუმში - დატბორილია ქუჩები

 ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

საზოგადოება 1696262986

სამუშია
ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, სტუდენტურ სერვისებსა და შ...

განათლება 1696257903