საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ თელავში ახალი საწარმოს მშენებლობა დაასრულა

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „ვაინ კახეთი“ წარმოებას აფართოებს. ახლახან, კომპანიამ თელავში 1 ჰა.  ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობა დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 1,5 მლნ. ლარი შეადგინა.

„ვაინ კახეთის“ მფლობელობაშია საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში (ნაკვეთების დამუშავება, ვაზის მოვლა და  მოსავლის აღება) 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

„ვაინ კახეთი“ ამჟამად დღე-ღამის განმავლობაში 1200-1500-მდე ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებას უზრუნველყოფს, რაც რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სამომავლოდ, კომპანია დამატებით 10,000 ტონაზე მეტი მოცულობის ცისტერნების განთავსებას, მიღებული ყურძნის საკუთარ ქარხანაში გადამუშავებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს.

 

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „ვაინ კახეთი“  საქმიანობას აქტიურ რეჟიმში ავითარებს. 2019 წელს, ბანკთან თანამშრომლობით, „ვაინ კახეთის“ შვილობილი კომპანიის, „ვივის“ მიერ ვენახები გაშენდა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანიას ახალი საწარმო შეემატა. საწარმო კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითაროს და გააფართოვოს საკუთარი საქმიანობა. ჩვენ არ ვჩერდებით, და მუდმივად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ალკოჰოლისა და აგრარული სექტორის ხელმძღვანელმა, ნინო აფციაურმა.

 

„ვაინ კახეთისა“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობა არაერთ წელს ითვლის. ჩვენ სამი წლის წინ ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა ფართობზე 5 სხვადასხვა ჯიშის ვენახი გავაშენეთ და თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობა განვახორციელეთ. ბანკი, როგორც ჩვენი პარტნიორი, მუდმივად გვაძლევს  სტიმულს, შევეჭიდოთ ახალ გამოწვევებს და პროექტებს.  თანამშრომლობის ფარგლებში, ახლო მომავალში ვგეგმავთ სპირტის ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობას“, – განაცხადა „ვაინ კახეთის“ დირექტორმა, ლევან ზილფიმიანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კირთაძე
"თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით" - კირთაძე სააკაშვილს

ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მესამე პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ ის დღეს იმ საქმეებისთვის ისჯება, რაც ამ ქვეყანაში გააკეთა. მისი თქმით, თავისუფლ...

პოლიტიკა 1635001210

აქცია
"თავისუფლება მიშას" და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს - აქცია ბათუმში

"თავისუფლება მიშას" და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბათუმში აქცია იმართება, სადაც მოქალაქეები  პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და მხარდაჭერას უ...

პოლიტიკა 1635000879

ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596