ბიზნესი & ეკონომიკა • 1729668350
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ურბანიკი“ ვარკეთილი მოლს აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 16.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მშენებლობას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.
პროექტის ფარგლებში მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ, 40,000 ათას კვ.მ-ზე, 7 სართულიანი სავაჭრო ცენტრი აშენდება, სადაც წარმოდგენილი იქნება არაერთი საერთაშორისო ბრენდი.
მოლის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის ჩართულობით, თბილისში კიდევ ერთი მოლი შენდება, სადაც არაერთი საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ბანკსა და კომპანია „ურბანიკს“ 20 წლიანი პარტნიორობა აკავშირებს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა სპორტის სასახლის მიმდებარედ, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ, ვაშლიჯვარსა და მზიურის ტერიტორიაზე; სასტუმროს მშენებლობა აბანოთუბნის ტერიტორიაზე; ასევე რამოდენიმე ბიზნეს ცენტრის მშენებლობა კოსტავას, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის), კვერნაძის, დოლიძის ქუჩებზე და მეტრო სადგურ ვაჟა ფშაველას მიმდებარედ. სამომავლოდ კი კომპანია უზნაძისა და კოსტავას ქუჩებზე მულტიფუნქციური სამშენებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს. გვეამაყება, რომ წლიდან - წლამდე კომპანია ვითარდება და ახალ მასშტაბებს იძენს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.
"სახალხო დამცველი ან თავადაც მონაწილეობდა კარუსელში ან პირადობა გაატანა და ჯერაც არ დაუბრუნებიათ." წერს ვახო სანაია სოცქსელში.
სოცმედია • 1730555940
"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ცოლ-ქმარმა, ეკა აგლაძემ და გრიგოლ გაგნიძემ საარჩევნოდ შექმნილ გამოგონილ ორგანიზაციებში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაარეგისტრირეს, თითოეული მათგანი მმართველ პარტიასთან არის ა...
პოლიტიკა • 1730555164
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ნინო დოლიძე განმარტავს, რომ...
პოლიტიკა • 1730554768
პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერები აცხადებენ რომ არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, მათ შორის, ხელოვნურადაა დაჭერილი ლარის კურსი ქვე...
პოლიტიკა • 1730554570
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელ ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირ...
პოლიტიკა • 1730554278
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. „დღეს ახალმთვარეობაა, მაგრამ გვაქვს მშვენიერი ტრიმი მთვარეს და სატურნს შორის, რომელი...
ეს საინტერესოა • 1730546100
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი