საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - უძრავი ქონების დაზღვევა დაემატა

საქბანკი დაზღვევა

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ყოველდღიური პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, მობილბანკს უძრავი ქონების დაზღვევის ფუნქციონალი დაემატა.

 

ქონების დაზღვევის ფარგლებში, შესაძლებელი ხდება ისეთი გაუთვალისწინებელ შემთხვევების დაზღვევა, როგორებიცაა ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი და მესამე პირის, მაგალითად, მეზობლის მიერ ქონების დაზიანება.

 

ქონების დაზღვევის აქტივაცია მარტივია - მობილბანკში „ჩემი სივრცის“ გვერდზე, „პროდუქტის დამატებაზე“ თითის ერთი დაჭერით, დაზღვევის გვერდის არჩევაა შესაძლებელი, სწორედ ამ გვერდზეა ხელმისაწვდომი ქონების დაზღვევა, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სადაზღვევო კომპანია შეარჩიონ და მონაცემების შეყვანითა და დასტურით, სასურველი პაკეტით ისარგებლონ. დაზღვევის გააქტიურება მობილბანკის გარდა საქართველოს ბანკის ვებგვერდიდანაცაა ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ქონების დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მაშინაც, თუ უძრავი ქონება გაქირავებულია.

 

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ ინოვაციური გადაწყვეტების შექმნაზე, რომლებიც მომხმარებელს დაეხმარება ყოველდღიური პროცესების გამარტივებაში. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებისთვის ქონების დაზღვევის ფუნქციონალი შევქმენით, რომლითაც შესაძლებელი გახდა ბინის ან კერძო სახლის დაზღვევის შეძენა. იმისათვის, რომ ჩვენ მომხმარებლებს გამორჩეული სერვისი შევთავაზოთ, ვთანამშრომლობთ რამდენიმე  წამყვან სადაზღვეო კომპანიასთან, რათა მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. სწორედ ეს მრავალფეროვნებაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს შეარჩიოს თავის საჭიროებაზე მორგებული სადაზღვევო პაკეტი. ჩვენი მიზანია ქონების დაზღვევა გავხადოთ  კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი. გვჯერა, რომ ეს პროდუქტი ჩვენს მომხმარებლებს მნიშვნელოვან ღირებულებასა და სიმშვიდეს მოუტანს“, - ამბობენ საქართველოს ბანკის გუნდში.

ქონების დაზღვევის შესაძენად ან სხვა საბანკო და არასაბანკო პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის მობილბანკს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335