საქართველოს ბანკის მობილბანკში მომენტალური გადარიცხვის სერვისი ხელმისაწვდომია

საქბბბბ

საქართველოს ბანკი - მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი - ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია მომენტალური გადარიცხვის ფუნქციონალი, რომლითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვა ქართულ ბანკებში თანხა ეროვნულ ვალუტაში, ევროსა და დოლარში მომენტალური ასახვით გადარიცხონ.

 

ამ ეტაპზე, მომენტალური გადარიცხვის სერვისი სრულად ინტეგრირებულია ბაზის ბანკთან, ამასთანავე, სისტემის დანერგვა სხვა ბანკებთან უკვე დაწყებულია.

ახალი სერვისი მომხმარებელს გადარიცხვების შესრულებისას კომფორტს სთავაზობს და არსებული ალტერნატივებისგან რამდენიმე ასპექტით განსხვავდება:

მყისიერი ასახვა 24/7: გადარიცხვა მომენტალურად, სამუშაო საათების მიღმაც სრულდება.
მობილურის ნომრით გადარიცხვა: აღარ არის საჭირო საბანკო ანგარიშის ნომრის ცოდნა ან კოპირება.
საჭირო არაა ლინკები ან ბარათის მონაცემები: თანხის მისაღებად ადრესატს არ უწევს ლინკზე გადასვლა და ბარათის მონაცემების შეყვანა.
სავალუტო ოპერაციები: შესაძლებელია გადარიცხვების შესრულება ევროსა და დოლარში.
გაზრდილი ლიმიტი ლარში: თითო ტრანზაქციაზე 10,000 ლარის ოდენობით.
ტრანზაქციების რაოდენობის შეუზღუდავი ლიმიტი: დღის განმავლობაში შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის ოპერაციის შესრულება.
„საქართველოს ბანკისთვის თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის შექმნა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების ფუნქციონალის დანერგვა სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ახალ ციფრულ შესაძლებლობებზე, რათა ბანკის მომხმარებლებს ფინანსური ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა ნებისმიერ დროსა და ადგილას ჰქონდეთ“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
განცხადება
„ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს“ - 7 ოპოზიციური პარტიის განცხადება

ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახი...

პოლიტიკა 1762525225

გახარია ზურაბიშვილი
დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას წინააღმდეგაც?

დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგაც? - 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას...

პოლიტიკა 1762522581

ოპოზიციის ლიდერები
ვინ მისცა რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები

"პირველებმა" იმ ოქროს მოწმეების ვინაობა გაარკვია, ვინც რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები მისცა. 36 ტომიან საქმეს ორი მოწმე ჰყავს - ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. სწორედ "ნეიტრ...

პოლიტიკა 1762522090

დიტო სამხარაძე ივანიშვილი
„ჩვენს მაგარ ქვეყანას თავში ვერავინ წამოარტყამს“ - დიტო სამხარაძე

"რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო არ იარსებებდა! უამრავი გაუბედურებული ოჯახი, დახოცილი და დევნილობაში მყოფი მოქალ...

სოცმედია 1762519794

სააკაშვილი ივანიშვილი
„მიშას ბიძინა უნდა დაეჭირა 2012 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით“  

სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დევნას ეხმაურება და წერს, რომ ამ ლოგიკით, რასაც ახლა "ოცნება" ოპონენტების...

სოცმედია 1762446349

ანა შაქარიშვილ
 eCommerce Day Georgia 2025-ზე ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა

31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის  ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1762439111