საქართველოს ბანკის მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1727754334
საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამიერიდან, საქართველოს ბანკის მობილბანკში შესრულებული ყოველდღიური, რეგულარული აქტივობების შედეგად, მომხმარებლები დაჯილდოვდებიან და მედლებსა და წამახალისებელ საჩუქრებს მიიღებენ.
მობილბანკში მედლების სივრცე უკვე ხელმისაწვდომია. მედლების მოპოვება კი რეგულარული ფინანსური და არაფინანსური აქტივობის შესრულების შედეგადაა შესაძლებელი, როგორიცაა: მაგალითად, გადარიცხვებისა და გადახდების განხორციელება, ფულადი გზავნილის გაგზავნა, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის გააქტიურება და სხვა.
მედლები ორი სახისაა - სტატუსის მედალი, რომელიც მომხმარებელს ლოიალობის სტატუსის მიხედვით გამოუჩნდება და მისი მოპოვება პროდუქტების აქტივაციითა და ყოველთვიურად კონკრეტული რაოდენობის გადახდების შესრულების შემდეგაა შესაძლებელი. ხოლო საჩუქრის მედლების მიღებას მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო აქტივობების შესრულებით, მაგალითად, ანაბრის გახსნით ან თუნდაც თანხის გადარიცხვით შეძლებენ. თითოეულ მედალს შესაბამისი საჩუქარი აქვს - PLUS ქულები, ფასდაკლების ვაუჩერები, ქეშბექები და სხვა.
იმისათვის, რომ ნახოთ მედლებისა და საჩუქრების სივრცე, მობილბანკის „ჰაბს“ უნდა ესტუმროთ. მედლების სივრცეში პირველ პოზიციაზე ლოიალურობის პროგრამის სტატუსის მედალი დაგხვდებათ, რომელიც Starter, Bronze, Silver და Gold სტატუსებს აერთიანებს. მათ განსხვავებული უპირატესობა აქვთ (მაგალითად, გადახდისას მეტი PLUS ქულის დაგროვება, ფასდაკლება ევექსის კლინიკებში და სხვა), სტატუსის გაუმჯობესება ან შენარჩუნება კი სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის შედეგად შეიძლება.
ამავე გვერდზე წარმოდგენილია საჩუქრის მედლების ჩამონათვალი, როგორებიცაა, „თანამედროვე ფინანსისტი“, „ავტო მზრუნველი“, PLUS დებიუტანტი”. აქვე ნახავთ იმ აქტივობების სიას, რომელთა შესრულების შემდეგაც დასაჩუქრდებით.
აღსანიშნავია, რომ მედლებისა და საჩუქრების მოსაპოვებლად დრო შეზღუდული არ არის და იგი აპლიკაციაში მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაციის უახლესი ვერსია. აპლიკაციის გადმოსაწერად ან გასაახლებლად კი მიჰყევით ბმულს.
ინფორმაციისთვის, სტატუსის მედალი ხელმისაწვდომი არ არის SOLO და WM მომხმარებლებისთვის.
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...
სამართალი • 1784739600
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...
პოლიტიკა • 1784737800
იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...
შოუბიზნესი • 1784736682
თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...
საზოგადოება • 1784730536
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784726017
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784723688











