საქართველოს ბანკის „მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1785858306
საქართველოს ბანკის ინიციატივა - „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ ფართოვდება. კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესებს შორის თანამშრომლობისა და მომხმარებლების გაზიარების შესაძლებლობით დამატებით, კიდევ 20-მა კომპანიამ ისარგებლა.
„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ საქართველოს ბანკის ინიციატივაა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება. პროექტის მიზანია, მცირე მეწარმეებმა ერთმანეთის მხარდაჭერით შექმნან ერთიანი ქსელი, სადაც თითოეული ბიზნესი არა მხოლოდ საკუთარ მომხმარებელს მასპინძლობს, არამედ პარტნიორი კომპანიებისთვისაც ახალი ვიზიტორების წყაროდ იქცევა.
ინიციატივას უკვე შეუერთდნენ შემდეგი ბიზნესები:
Magnolia film lab, Meltingpot, Board Games Corner, Posteration, Kaleisi, ANNE Flowers, Chocotella, Meraki, 1973 Flowers, Hamo, Nari Ceramic Studio, Pancake, Inspiration Home Store, Lampino, Lolka Handmade Cakes, Lilat Flowers, W double You, White Studio, Street Smash, Board Games Guild, Distileria და Arena Gaming
ჯაჭვის პირველი წრე კი უკვე აერთიანებს ისეთ ბიზნესებს, როგორებიცაა:
Dodonut → City Hikers → Mob.Burgers → Sio Print → Lunatic → Wine Square → Maua.concept → Ganjina → JPG → Dodonut
ინიციატივის ფარგლებში, „მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ ჩართული კომპანიები მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლების ვაუჩერს სთავაზობენ, რომლის გამოყენებაც პარტნიორ ბიზნესებთან შეუძლიათ. შედეგად, ერთი ვიზიტი მეორეს უკავშირდება - მომხმარებელი აღმოაჩენს ახალ ადგილებს, ხოლო ბიზნესები ახალ აუდიტორიას იძენენ.
„მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ ჩართვა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც აქვს:
- ფიზიკური სივრცე, სადაც მომხმარებლებს მასპინძლობს;
- საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში;
- POS-ტერმინალი.
ინიციატივაში მონაწილეობის პროცესი მარტივია - ბიზნესმა უნდა შეავსოს განაცხადი, რის შემდეგაც საქართველოს ბანკის წარმომადგენელი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩართვის პირობების შესახებ. მონაწილე ბიზნესებს ბანკი გადასცემს კამპანიის მასალებს, მათ შორის პოსტერსა და ვაუჩერებს, რომლითაც ისინი საკუთარ მომხმარებლებს პარტნიორი ბიზნესების აღმოჩენაში დაეხმარებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.გამოძიებ...
კრიმინალი • 1791531978
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...
პოლიტიკა • 1791484975
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...
მსოფლიო • 1791479273
საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...
მსოფლიო • 1791474039
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...
მსოფლიო • 1791470502
სესხის არჩევისას ყურადღება მხოლოდ თანხის მოცულობას, საპროცენტო განაკვეთსა და დაფარვის ვადას არ უნდა მიაქციოთ. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, თუ რა ვალუტაში იღებთ დაფინანსებას და რამდენად შეესაბამება ეს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469984










