საქართველოს ბანკის ორგანიზებით, AI-ის ბიზნესში გამოყენებაზე კიდევ ერთი ვორკშოპი გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968732
საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს ვორკშოპს თემაზე — „AI-ის გამოყენება ბიზნესში“.
ვორკშოპს გაუძღვება ტატა მომცემლიძე, Cluster Product Owner საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში. მას AI-ზე დაფუძნებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ამ თემაზე ჩატარებულ ვორკშოპზე - 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი დარეგისტრირდა.
რატომ უნდა დაესწროთ ვორკშოპს?
•
გაეცნობით, როგორ გამოიყენოთ AI მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
•
ისწავლით ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესში;
•
გაიგებთ, როგორ ვითარდებოდა გენერაციული მოდელები და რა განსხვავებაა მათ შორის;
•
იხილავთ მაგალითებს რეალური კომპანიებიდან — როგორ იყენებენ AI-ს ოპერაციული ამოცანების გამარტივებისთვის;
•
შეისწავლით პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს;
•
გაიღრმავებთ ცოდნას მონაცემთა დაცვისა და სისტემის უსაფრთხოების მიმართულებით.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ დისკუსიაში, სპიკერსდაუსვან კითხვები და განიხილონ კონკრეტული ბიზნეს საჭიროებები.
ღონისძიება საქართველოს ბანკის ინოვაციურ სივრცეში, 4B ფილიალში, ალ. ყაზბეგის N15, 9 ივლისს, 17:00 – 19:00 საათზე ჩატარდება
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.
სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც პრევენციის მიზნით კლ...
შემთხვევა • 1784386086
ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა....
მსოფლიო • 1784383800
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784376000
18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...
ეს საინტერესოა • 1784319265
Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...
ეს საინტერესოა • 1784304545
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302346










