საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1770139776
საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის პარტნიორი, განაგრძობს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას განაგრძობს.
ამჯერად, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 10 თებერვალს ვორკშოპი „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“ გაიმართება, რომელსაც ნანა აბურჯანიძე, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია სოლუშენერის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.
ვორქშოპის მიზანია, დაეხმაროს მეწარმე ქალებს თანამედროვე ბაზრისთვის შესაფერისი, პრაქტიკული მიდგომების დანერგვაში, რაც გაყიდვების ზრდასა და მომხმარებელთან ეფექტიან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
გაყიდვების მთავარი გამოწვევები და დილემები დღეს, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე;
როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, სტრატეგიები და ტაქტიკები ბოლო წლებში;
როგორ გაიზარდა მოთხოვნები გაყიდვების გუნდის კომპეტენციებსა და პროფესიულ უნარებზე;
რა როლი აქვს სწორ და მიზნობრივ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში;
როგორ ტრანსფორმირდა B2C და B2B მომხმარებლის ქცევა.
ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, ლოკალური და გლობალური ბრენდების პრაქტიკული მაგალითების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილების გაზიარებით. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ ახალი იდეები არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.
ღონისძიება 10 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15-ში გაიმართება.
ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკი, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან კურსებს, ვორკშოპებს, კვლევებსა და სხვა საგანმანათლებლო რესურსებს.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











