საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბრენდინგის საფუძვლებზე ვორკშოპი გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1756464145
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, ბრენდის დიზაინერის, ერეკლე ინაშვილის ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი „ბრენდინგის საფუძვლები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ 15 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. იგი 4 სთ-იან პრაქტიკულ სამუშაო სესიას წარმოადგენს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბრენდინგის პროცესების შესახებ ინდივიდუალური ხედვების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
ვორკშოპის მონაწილები პროდუქტის იდენტობის შესაქმენლად პრაქტიკულ მაგალითებსა და მეთოდებს მოისმენენ. ამასთანავე, ვორკშოპზე:
მიიღებენ საბაზისო ცოდნას ბრენდინგის საწყისებზე
გაიგებენ, რა არის ბრენდის არქეტიპული მოდელი და უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი
გაეცნობიან პრაქტიკულ მაგალითებს, ბრენდის ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად.
„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, მათ გავუზიაროთ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც კონკურენტულ გარემოში გაძლიერებასა და სწორად პოზიციონირებაში დაეხმარებათ. ვორკშოპები, როგორიცაა ამჯერად ბრენდინგის საფუძვლები, შექმნილია იმისთვის, რომ მეწარმეებმა საკუთარი ბრენდის უნიკალური ღირებულება უკეთ გაიაზრონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ,“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში გაიმართება.
ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...
პოლიტიკა • 1776686930
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან Trump Tower Tbilisi -...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776686272
"მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის პატრიარქთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდა 17-21 მარტს და მე მგონი მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი. ვაღიარებთ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეუ...
პოლიტიკა • 1776686148
„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის...
საზოგადოება • 1776685806











