საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786111200
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების თემაზე ვორკშოპი გაიმართა.
შეხვედრა სახელწოდებით „შრომის უსაფრთხოება: რისკიდან უპირატესობამდე“ შრომის უსაფრთხოების ექსპერტმა, გიორგი თოდაძემ ჩაატარა. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა ბიზნესის მდგრადი განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და რეპუტაციის გაძლიერების ინსტრუმენტად.
ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოების ეკონომიკა და ინვესტიციის უკუგება (ROI); როგორ გადაიქცეს უსაფრთხოება ბიზნესის სტრატეგიულ უპირატესობად; თანამშრომელთა რესურსების მართვა; ლიდერის როლი უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში და ნდობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს შექმნა.
მონაწილეებმა ასევე მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები კრიზისების მართვისა და ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვის (BCP) მიმართულებით - როგორ მოემზადონ კომპანიები ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის და შეამცირონ შესაძლო ფინანსური თუ ოპერაციული რისკები.
„საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად მუდმივად ქმნის ახალ შესაძლებლობებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ბიზნესის წარმომადგენლებს გავუზიაროთ საჭირო ცოდნა და ინსტრუმენტები საქმიანობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერია სწორედ ამ მიზანს ემსახურება - დაეხმაროს მეწარმეებს, გაიღრმაონ ცოდნა, გააუმჯობესონ მართვის პროცესები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი,“ - აღნიშნავს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემაზე პრაქტიკული შეხვედრები და ვორკშოპები იმართება. პლატფორმა ასევე აერთიანებს მრავალფეროვან რესურსებს - ბიზნესკურსებს, კვლევებს და სხვა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის გასავითარებლად.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










