საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის სტრატეგიული დაგეგმარების ვორკშოპი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1756734481
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ინტერაქციული ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” გაიმართა. ვორკშოპს AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსი გიჯაშვილი უძღვებოდა.ვორკშოპზე მეწარმე ქალებმა ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ეტაპების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, ამასთან ბიზნესის სტრატეგიის დაგეგმვის პროცესებსა და QBR მიდგომის მნიშვნელობას გაეცნენ.ღონისძიებაში 40-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. ვორკშოპის მონაწილეებს შესალებლობა ჰქონდათ, დეტალურად განეხილათ სხვადასხვა ბიზნესქეისი და ბიზნესის მართვის შესახებ შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ. „საქართველოს ბანკი მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის ღონისძიებებს რეგულარულად მართავს. ჩვენი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ, ამასთან დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან საჭირო კავშირები განამტკიცონ. ჩვენ, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის ფარგლებში ჩვენ არაერთი თემატიკის ღონისძიებას ვუწებთ ორგანიზებას და მოხარული ვართ, რომ მათდამი დაინტერესება მუდმივად იზრდება”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










