საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება

ვორქშოპი

საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით, ქალი მეწარმეებისთვის 30 და 31 მაისს, ორდღიანი ვორქშოპი - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება. სამუშაო შეხვედრებს ტრენერი ლიზა სოფრომაძე გაუძღვება.

 

ლიზა  არის ადგილობრივი განვითარებისა და უნარების ამაღლების კონსულტანტი 18 წელზე მეტი გამოცდილებით. ის 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა რეფორმებისა და პროგრამების ფარგლებში ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ბიზნესებთან და ადგილობრივ თემებთან. მას შემუშავებული აქვს სხვადასხვა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები - ცვლილებების მართვა-ადვოკატირება, თანამონაწილეობის მექანიზმები ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში და სხვა მრავალი. 2001 წლიდან დღემდე არის 30-ზე მეტი პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი.

 

ტრენინგის მიზანია მეწარმე ქალები გაეცნონ ცვლილების თეორიას, რომელსაც ემყარება ნებისმიერი ახალი ბიზნესისა თუ ახალი პროექტის დაწყება. შეხვედრაზე იმ პრინციპებისა და მიდგომების განხილვა მოხდება, რაც მეწარმე ქალებს საკუთარი, ახალი როლის ეფექტურ პოზიციონირებაში დაეხმარებათ.

 

ვორქშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ცვლილებების თეორია; ცვლილებების/ადვოკატირების დაგეგმვა; ცლილების მიზანი; დაინტერესებული მხარეების ინტერესებისა და გავლენების ანალიზი და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები და ტაქტიკები.

 

„საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების  წახალისებასა და გაძლიერების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ვორქშოპი სწორედ  მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალებისთვისაა განკუთვნილი. ვორქშოპზე მეწარმე ქალები ლიზასთან ერთად ცვლილების თეორიაზე საინტერესო მიდგომებს აღმოაჩენენ. დარწმუნდებიან, რომ ნებისმიერი ცვლილება, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები ჰქონდეს მას, ყოველთვის ხვდება წინააღმდეგობების გარემოში. სწორედ ამ წინააღმდეგობების გამომწვევ ფაქტორებს  და, ამასთანავე, ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის პრინციპებს განიხილავენ, რაც მიზნების მიღწევას გაუადვილებთ. შეხვედრები მეწარმე ქალებს საკუთარი ახალი როლის ეფექტურ პოზიციონირებაში და ახალი ბიზნესისა თუ პროექტის წამოწყებაში დაეხმარებათ,“ – განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.

 

ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ვორქშოპებით უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ ვორქშოპს - ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება  და გაყიდვების ზრდა.  მეორე შეხვედრას - სალომე არღვლიანი უძღვებოდა, თემით - "კარგი დამსაქმებლის სტრატეგია". მესამე შეხვედრა კი, ელ. კომერციას დაეთმო, სადაც ლარისა პატარაია მეწარმეებს ონლაინ გაყიდვების გაზრდასა და საკუთარი ბიზნესის ონლაინ არხებში განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა.

 

ვორქშოპზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დემეტრე
1 ლარი და 1 გაზიარებაც მნიშვნელოვანია! პატარა დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია, მას თავის ტვინის აუტოვენური სიმსივნე აქვს, მკურნალობის 3 კურსის შემდეგ, უსახსრობის გამო ვერ შესძლო მკურნალობის გაგრძელება და მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...

საზოგადოება 1685467022

მიხეილ სააკაშვილი
„ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო“ - იან კელი ღარიბაშვილს

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...

პოლიტიკა 1685465201

მიშელი
„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....

პოლიტიკა 1685462135

წავკისი
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის  შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.   ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე  საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...

საზოგადოება 1685462057

პრიგოჟინი
„ნუ ცრუობთ“ - პრიგოჟინი რუსულ პროპაგანდას სიცრუეში ამხელს

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1685460921

ხაინდრავა
„გოვორიტ მოსკვა“ - რას წერს გოგა ხაინდარავა რასა იუკნევიჩიენზე

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...

სოცმედია 1685460818